ფინალში ქობულეთელებმა სამხრეთ ოსეთის ნაკრებს 5:1 მოუგეს. მთავარი თასი გამარჯვებულს რევაზ ჩელებაძემ გადასცა.
ტურნირის ყველა მონაწილე აღფრთოვანებული დარჩა შეჯიბრების ორგანიზებით.
გათამაშებაში 16 გუნდი მონაწილეობდა. მასპინძელ აჭარას, ორგანიზატორ სამეგრელოს და თბილისს 2-2 გუნდი წარმოადგენდა, დანარჩენ რეგიონებს კი თითო წარმომადგენელი ჰყავდათ.
გუნდებს მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები უნდა გაეწიათ, ხოლო ადგილზე ყოფნის ხარჯები მთლიანად ფეხბურთის ფედერაციამ დაფარა.
ტურნირის ორგანიზატორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სერგო კვარაცხელიას თქმით, ტურნირი ტრადიციული გახდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი