...ამიტომ წაიყვანეს გიორგი დარასელია ხაბაროვსკში

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ დატოვა - 44 წლის ქართველმა სპეციალისტმა, რომელიც ისრაელის მოქალაქეა, რუსეთის პირველი ლიგის ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" ჩაიბარა.

დარასელიას და ცნობილ საფეხბურთო მენეჯერ მამუკა ჯუღელს გუნდში სამი მოთამაშის წაყვანა სურთ: ოთარ მარცვალაძის, ლაშა სალუქვაძისა და გოჩა ხოჯავას.

სხვათა შორის, არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამ გუნდში გააგრძელოს კარიერა საქართველოს ნაკრებისა და "კრასნოდარის" მეკარემ ნუკრი რევიშვილმაც.

"სკა-ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა "ხაბაროვსკის ვესტისთან" ინტერვიუში ამ გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა:

"ყოფილი მწვრთნელი ალექსანდრე გრიგორიანი ჩვენს წამყვან ფეხბურთელებს დაერია, რაც
ვერაფრით ამიხსნა. ამიტომ იძულებული გავხდით, გუნდიდან დაგვეთხოვა.

"სკა-ენერგიას" წინაშე დიდი ამოცანები დგას და გაძლიერება გვსურდა. დარასელიას მიწვევის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მასთან ერთად 2-3 ტოპ-დონის ფეხბურთელიც დაგვემატება. მაღალი კლასის მოთამაშეები ყველა მწვრთნელს არ მიჰყვებიან.

ჩვენ მიერ დასახული ამოცანიდან გამომდინარე, "სკა-ენერგია" სერიოზულ გაძლიერებას საჭიროებს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დარასელია: მადლობა ყველას, ვინც "დილას" წარმატებულ სვლაში მეხმარებოდა
გორის "დილაში" კრება ჩატარდა - ცვლილებები იქნება
გორის "დილა" დაიშლება? დარასელია წავიდა, სალუქვაძე და ხოჯავა მიდიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული