კერძოდ, საქმე ეხება ევროტურნირებს, რომელიც ქართული კლუბებისთვის, როგორც წესი, ზაფხულშივე სრულდება ხოლმე.
იმედია, მომავალ სეზონში ეს უსიამოვნო ტენდენცია დაირღვევა.
2013-14 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საწყისი ორი ეტაპის წილისყრა 24 ივნისს გაიმართება და სხვებთან ერთად, მეტოქეებს ქართული კლუბებიც შეიტყობენ. ჩვენი კვოტა უცვლელია - ჩემპიონთა ლიგაზე ერთი წარმომადგენელი გვეყოლება, ხოლო ევროპის
საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს. რაც შეეხება ევროპის ლიგას, იქ საქართველოს ჩემპიონატის მეორე და მესამე პრიზიორები პირველი ეტაპიდან ჩაერთვებიან, ჩვენი ქვეყნის თასის მფლობელი კი ბრძოლას მეორე რაუნდიდან დაიწყებს.
სწორედ ასე მოხდა გასულ სეზონშიც, სადაც, შეგახსენებთ, "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა; რუსთავის "მეტალურგმა" ევროპის ლიგის მეორე რაუნდამდე მიაღწია; ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა; ყველაზე წარმატებულად კი გორის "დილამ" იასპარეზა, რომელიც ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მივიდა.
რაც შეეხება განთესვის საკითხს, შეგახსენებთ, რომ ეს უშუალოდ კლუბის რეიტინგზეა დამოკიდებული.
ჩემპიონთა ლიგაში ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ეყოლებათ ინგლისს, ესპანეთსა და გერმანიას; სამ-სამი - იტალიას, პორტუგალიასა და საფრანგეთს; ორ-ორი კი - რუსეთს, ჰოლანდიას, უკრაინას, საბერძნეთს, თურქეთს, ბელგიას, დანიას, შვეიცარიასა და ავსტრიას.
დანარჩენი ქვეყნები (ლიხტენშტაინის გარდა) ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშებაში თითო კლუბით იქნებიან წარმოდგენილნი.
ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშება 2 ივლისს აიღებს სტარტს და 2014 წლის 24 მაისს დასრულდება. ფინალური მატჩი ლისაბონის "ესტადიო და ლუშზე" გაიმართება.
ევროპის ლიგაზე ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი კლუბი ეყოლებათ რუსეთს, ჰოლანდიასა და უკრაინას. გათამაშება 4 ივლისს დაიწყება, ფინალი კი 2014 წლის 14 მაისს ტურინში, "იუვენტუს სტედიუმზეა" დანიშნული.
ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ უეფას საკლუბო რეიტინგში 53 ქვეყანას შორის საქართველოს 31-ე ადგილი უკავია, რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
1. ინგლისი
2. ესპანეთი
3. გერმანია
4. იტალია
5. პორტუგალია
6. საფრანგეთი
7. რუსეთი
8. ჰოლანდია
9. უკრაინა
10. საბერძნეთი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"