ლაშა სალუქვაძე: "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტს ისრაელში გავაფორმებ

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, გორის "დილას" ყოფილი თავკაცი გიორგი დარასელია სამწვრთნელო კარიერას ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გააგრძელებს, სადაც სამ ქართველ ფეხბურთელსაც წაიყვანს - "დილას" კაპიტანს ლაშა სალუქვაძეს, ამავე გუნდის ნახევარმცველს გოჩა ხოჯავასა და ტრავმამოშუშებულ ოთარ მარცვალაძეს.

ლაშა სალუქვაძის თქმით, ხაბაროვსკულ კლუბს უახლოეს კვირაში შეუერთდება:

"გადაწყვეტილია, რომ "სკა-ენერგიაში" ვითამაშებ. მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია. გუნდის შეკრება ისრაელში 10 იანვარს იწყება, ყველაფერს ადგილზე გავარკვევ და ალბათ, კონტრაქტსაც იქ გავაფორმებ".

ცნობილი ამბავია, რომ რუსეთის პირველი ლიგის მოთამაშეებს გაუთავებელი მოგზაურობა უწევთ, განსაკუთრებით კი, რუსეთის აღმოსავლეთის ქალაქების გუნდის წევრებს.

ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" კი ლამის სულ ჰაერშია, რადგან ლიგის მონაწილეთა უმრავლესობა რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქებს წარმოადგენს:

"ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც რუსეთში წავაწყდებით. ლამის 12-საათიანი ფრენა მართლაც ძნელი ასატანია. მაგრამ მთავარია, რომ რუსეთში დავბრუნდი და მოვხვდი კლუბში, რომლის მიზანიც პრემიერლიგაში დაბრუნებაა.. ეს ისეთი გამოწვევაა, რომლისთვისაც ამ სირთულეებთან შეგუება ღირს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზურაბ არზიანი: მამუკა ჯუღელს ვენდობი და მის რჩევას დაველოდები
ვალდას ივანაუსკასი, ანუ როგორ გავყიდოთ გორის "დილა"?
მკითხველის კომენტარები / 2 /
როცა სულ ჰაერში ხარ ვარჯიშიც იქვე უნდა შეძლო!
guja_kakhadze
15:47 05-01-2013
0
ეჰ სალუქვაძე რა გახდა შენთვის ერთი კარგი გუნდი ა??კაი მცველი იყო ტო რა გინდათ მანდ ვერ ვხვდები
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული