საფეხბურთო კლუბი "ლაგოდეხის" მწვრთნელი გარდაცვლილი იპოვეს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ლაგოდეხის" მწვრთნელი, 40 წლის ზურა ფოფხაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში გარდაცვლილი იპოვეს.

თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.

პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ჯერ უცნობია. ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანის პროზექტურაში უკვე ჩაუტარდა.

გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა. მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

ick.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული