4-9 აპრილს ეროვნული ნაკრები გუნდი ლიტვაში გაემგზავრება, სადაც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მატჩებს გამართავს.
ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში გაიმართება და სულ 46 ქვეყნის ნაკრები იქნება წარმოდგენილი.
საქართველო და კიდევ შვიდი ქვეყნის დაბალკოეფიციენტიანი გუნდები ფიფამ ცალკე დააჯგუფა, რითაც საშუალება და შანსი მოგვცა, ვიბრძოლოთ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.
როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრები შესარჩევ მატჩებს ლიტვაში გამართავს და მისი მეტოქეები ლიტვის, ფარერებისა და მონტენეგროს გუნდები იქნებიან.
ჩვენი
ეროვნული ნაკრების შემდეგ ივნისში 17 წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთში გაემგზავრება, სადაც ოთხგუნდიან საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.
სექტემბერში კი 19-წლამდელთა ნაკრები 2013/14 წწ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს მაკედონიაში (21-26 სექტემბერს).
19-წლამდელები მე-8 ჯგუფში იასპარეზებენ და ჩვენი გოგონების მეტოქეები მაკედონია, შოტლანდია და რუმინეთი იქნებიან.
gff.ge