ოფიციალურად: ნიკა დიასამიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელი, 18 წლის ნახევარმცველი, ნიკა დიასამიძეა.

დიასამიძემ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ბათუმელთა შემადგენლობაში 16 შეხვედრა ჩაატარა და 4 გატანილი ბურთით ზღვისპირელთა ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნიკა 17-წლამდელთა ნაკრებშიც გამოდიოდა, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კი 15 იანვარს პირველად ივარჯიშა.

წვრთნის დასრულების შემდეგ "დინამო თბილისის" ოფიციალური ვებგვერდი ახალგაზრდა ფეხბურთელს გაესაუბრა.

ნიკა დიასამიძე: "როდესაც გავიგე, რომ ჩემით "დინამო თბილისი" იყო დაინტერესებული, ბევრი არ მიფიქრია. ყველა ქართველი ახალგაზრ
და ფეხბურთელისთვის "დინამოში" თამაში ოცნებადაა ქცეული.

"დინამო თბილისი" ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ გუნდში პირველად ვივარჯიშე. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ტიპის ვარჯიშები დამხვდა, საწვრთნელი პროცესისთვის ალღოს აღება არ გამჭირვებია.

გუნდში ფანტასტიკური სიტუაციაა, ფეხბურთელს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი მონაცემები კიდევ უფრო გააუმჯობესოს - ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ.

თანაგუნდელებმა თბილად მიმიღეს. აქ ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს და ვფიქრობ, ახალ გუნდთან და ახალ გარემოსთან ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად მექნება.

ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო. ამისთვის სულს და გულს დავდებ მოედანზე და შევეცდები, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო".


fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბედუკაძეზე შეწყდებოდა ძებნა აბა რავ როცა ივანიშვილის მიერ იყო ინცინირებული ეგ ყველაფერი როცა მიზანი მღწეულია
zaza
00:04 16-01-2013
0

სიახლეები პოპულარული