უეფას ფეარ პლეის რეიტინგში საქართველო ევროპაში 35-ეა

AutoSharing Option
ევროტურნირებზე მოსახვედრად, საშინაო არენაზე წარმატების გარდა, კიდევ ერთი გზა არსებობს - ამისთვის მაღალი პოზიცია უნდა გეკავოს უეფას სამართლიანი თამაშის, ანუ ფეარ პლეის რეიტინგში.

აღნიშნული რეიტინგი ევროტურნირების მატჩების მიხედვით დგება და მაღალ საფეხურებს ის ქვეყნები იკავებენ, რომელთა კლუბებიც სხვებთან შედარებით ნაკლებ ყვითელ და წითელ ბარათებს იღებენ, რომელთა ფეხბურთელებიც კარგი ქცევითა და მეტოქისა და გულშემატკივრის პატივისცემით გამოირჩევიან.

სამ საუკეთესო ქვეყანას უეფა ევროპის ლიგის დამატებით საგზურს აძლევს, რაც ფეარ პლეის რეიტინგში წარმატებისთვის არცთუ ურიგო მოტივაციაა.

ამ რეიტინგში, როგორც წესი, სკანდინავიელები გამოირჩევიან და ასეთი
სურათია ბოლო მონაცემებშიც: ზედა სამ ადგილს ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი ინაწილებენ.

ამ რეიტინგში საქართველო გამორჩეული არასდროს ყოფილა და ამჯერადაც მოკრძალებულ, 35-ე ადგილზე იმყოფება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული