"ზესტაფონმა" წელი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
2013 წლის 20 იანვარს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" მიმდინარე წელს პირველი მატჩი გამართა. ზესტაფონში გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, ცხინვალის საფეხბურთო კლუბ "სპარტაკს" ექსპერიმენტალური შემადგენლობით დაუპირისპირდა.

უნდა ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა რიგებში არ უასპარეზია შემადგენლობის ძირითად ბირთვს. იმერელთა 13 ფეხბურთელმა (კვასხვაძე, ბაბუნაშვილი, აფციაური, ბენაშვილი, გორგიაშვილი, წინამძღვრიშვილი, კუტალია, შარიქაძე, თედო გრიგალაშვილი, რაჟამაშვილი, სამუშია, ჭანტურიშვილი და ენდელაძე) მატჩის დაწყებამდე გამართულ ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. ცხინვალელებთან სათამაშოდ კი კახა კაჭარავამ ძირითადად ახალგაზრდები და გუნდში გასინჯვაზე მყოფი ფეხბურთელები იხმო.

შეხვედრა ზესტაფონელთა ბაზაზე
გაიმართა და მატჩს, ძლიერი წვიმის მიუხედავად, 200-მდე ადგილობრივი ქომაგი და ფეხბურთის სპეციალისტი დაესწრო. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

"ზესტაფონი": მეშველიანი (ტურავა, 79), თორნიკე გრიგალაშვილი, ჩულიბრკი, გაგოშიძე, კიკნაველიძე (გუგავა, 46 (კაჭკაჭიშვილი, 67)), ებონგე (იელიჩი, 46), როსინი, ვაშაკიძე (სარდალიშვილი, 46), რეკრუკი (ჭანკოტაძე, 46), ლომია (კიკნაძე, 46 (რეკრუკი, 79)), ტაბატაძე (შარვაძე, 46).

"სპარტაკი": ნადირაძე, ჭაფოძე, თვალავაძე (ნარიმანიძე, 67), ქურდაძე, ხიზანეიშვილი, თუხარელი, კილასონია (კაბისაშვილი, 67), ბერძენაძე, შონია (გიორგობიანი, 82), ლემონჯავა, მეტრეველი ( ხადარცევი, 72).

ცხინვალელებმა მასპინძლები ანგარიშით 2-0 დამაარცხეს. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი კონსტანტინე ხიზანეიშვილმა (მე-12 წუთი) და თორნიკე თუხარელმა (49-ე წუთი) გამოიჩინეს.

fczestafoni.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული