"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ, რომელიც პასუხისმგებელი იყო "რეალთან" მოლაპარაკებებზე, არ დაადასტურა კაკას "როსონერიში" გადასვლა.
"მოლაპარაკებები კაკას საკითხზე ფინანსური მიზეზით ჩაიშალა. ვნახოთ, რა გველის ამ საქმეში უახლოეს პერიოდში", - განაცხადა გალიანიმ.
* * *
მოულოდნელად შეტრიალდა საქმე ბალოტელისთან მიმართებაში. ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ მკაფიოდ განაცხადა, რომ "სიტი" არ აპირებს იტალიელის გაყიდვას.
"მარიო არ დატოვებს მანჩესტერს. რატომ? იმიტომ, რომ
მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს: არც გაყიდვაზე და არც იჯარაზე.
დღეისთვის, ბალოტელის სხვა კლუბში გადასვლის ალბათობა ნულის ტოლია", - განაცხადა რაიოლამ.