არშემდგარი ტრანსფერები: კაკა და მარიო ბალოტელი "მილანში" არ მიდიან

AutoSharing Option
ყველა ელოდა "მილანში" ორი ვარსკვლავის - კაკასა და მარიო ბალოტელის გადასვლას, მაგრამ 21 იანვარს, გვიან ღამით, ორივე სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით უარყოფითი ცნობები გავრცელდა.

"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ, რომელიც პასუხისმგებელი იყო "რეალთან" მოლაპარაკებებზე, არ დაადასტურა კაკას "როსონერიში" გადასვლა.

"მოლაპარაკებები კაკას საკითხზე ფინანსური მიზეზით ჩაიშალა. ვნახოთ, რა გველის ამ საქმეში უახლოეს პერიოდში", - განაცხადა გალიანიმ.

* * *

მოულოდნელად შეტრიალდა საქმე ბალოტელისთან მიმართებაში. ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ მკაფიოდ განაცხადა, რომ "სიტი" არ აპირებს იტალიელის გაყიდვას.

"მარიო არ დატოვებს მანჩესტერს. რატომ? იმიტომ, რომ
"სიტი" არ აპირებს ბალოტელის გაყიდვას.

მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს: არც გაყიდვაზე და არც იჯარაზე.

დღეისთვის, ბალოტელის სხვა კლუბში გადასვლის ალბათობა ნულის ტოლია",
- განაცხადა რაიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული