"დინამოს" ვებგვერდის ცნობით, სათამაშო უპირატესობას ქართველები ფლობდნენ, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლეს.
პირველი ტაიმის მიწურულს "შახტიორის" მცველმა ბურთს კარისკენ მიმავალი გზა ხელით გადაუღობა, მაგრამ მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს.
მეორე ტაიმში "დინამო" მოედანზე სრულიად განსხვავებული თერთმეტეულით გავიდა, თამაში კი უფრო დინამიკური გახდა. ანგარიშის გახსნის კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი რეხვიაშვილმა, ხოლო თბილისელთა კარი ერთხელ მეკარე თორნიკე ზარქუამ იხსნა.
"დინამოს" შემადგენლობაში სამ ახალ გვარსაც აღმოაჩენდით. სამივე მათგანი სინჯებზეა.
სენეგალელი მცველი ემანუელ მენდი 20 წლისაა და 2009-იდან 2012 წლამდე ინგლისური "ლივერპულის" სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, სადაც 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მცველია 18 წლის სერბი ალექსანდრ რადოვანოვიჩიც, რომელიც ბოლოს სამშობლოში, "მაჩვა საბაჩში" გამოდიოდა და მისი ღირსება 30-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა.
ასევე უკანახაზელია 21 წლის დიეგო მალანია, რომელმაც ბოლო სამი სეზონი რუსეთის მეორე ლიგის "ზნამია ტრუდაში" გაატარა, რომლის მაისურითაც 75 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
23.01. საკონტროლო მატჩი. თურქეთი
დინამო-შახტიორი 0:1
"დინამო" პირველ ტაიმში: ლორია, შაშიაშვილი, გველესიანი, მალანია, მენდი, კოტო, ძარია, ალვარო, მერებაშვილი, დვალი, შინდაგორიძე
"დინამო" მეორე ტაიმში: ზარქუა, ტვილდიანი, ხიზანეიშვილი, რადოვანოვიჩი, რეხვიაშვილი, კვეკვესკირი, ხმალაძე, ჯიღაური, გლიშიჩი, ხოჭოლავა, ტატანაშვილი.
Video
დინამო - შახტიორი 0:1
დინამო - შახტიორი 0:1
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"