მას შემდეგ "ბენდელას თასი" პოპულარული ტურნირი გახდა: ბავშვებისა და დიდებს შორის მინი-ფეხბურთის პაექრობებს თბილისის სპორტის სასახლეში უამრავი მაყურებელი ესწრებოდა.
მეოთხე წელია, რაც ტრადიციულ გათამაშებას მესამე შეჯიბრიც დაემატა და სტანდარტულ მოედანზეც იმართება. ახალი ფორმატის ტურნირს უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები სეზონისთვის მოსამზადებლად იყენებენ.
"ბენდელას თასის" მუდმივი ორგანიზატორის, ქართლოს ჭუმბურიძის თქმით, ტურნირზე გამარჯვებისთვის სულ 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ ჯგუფში ტერიტორიული პრინციპით
წლეულს სამი ჯგუფი შედგა.
I ჯგუფი
ქუთაისის "ტორპედო", "ზესტაფონი", ხონის "იმერეთი".
IIჯგუფი
თბილისის "დინამო", გორის "ქართლი", რუსთავის "მეტალურგი", ცხინვალის "სპარტაკი", თბილისის სტუ.
III ჯგუფი"
"ვიტ ჯორჯია", "გაგრა", თბილისის "იუსი ბესტი", "ზოოვეტი".
თამაშები გაიმართება არა ერთ რომელიმე კონკრეტულ სტადიონზე, არამედ გუნდებისთვის მოსახერხებელ ქალაქებსა და არენებზე. ზოგიერთი გუნდი ძირითადი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, ზოგიც - დუბლებით ან შერეული შემადგენლობებით.
პირველ შეხვედრები 26 იანვარს გაიმართება. "დინამო", რომელიც მეორე გუნდით თამაშობს, დიღმის ბაზაზე გორის "ქართლს" უმასპინძლებს, "ზესტაფონი" კი სამტრედიაში ხონის "იმერეთს" დაუპირისპირდება.
მეორე და მესამე ჯგუფიდან მეოთხედფინალში სამ-სამი გუნდი გავა, პირველიდან - 2. მეოთხედფინალები 12-13 თებერვალს გაიმართება, ნახევარფინალები - 16 თებერვალს, ტურნირის გამარჯვებული კი 21 თებერვალს "ბენდელას" სტადიონზე გამოვლინდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"