სხვათა შორის, მათ შორის ბათუმელი ქომაგებიც იყვნენ.
თუკი რამდენიმე დღის წინ ცხინვალის "სპარტაკთან" სპარინგში "ზესტაფონის" თავკაცმა კახა კაჭარავამ დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, ამჯერად ფეროელებმა უფრო ძლიერი შემადგენლობით ითამაშეს.
თუმცა "ზესტაფონს" სხვადასხვა სირთულის ტრავმების გამო თემურ ღონღაძე, ლევან შარიქაძე, მიხეილ სარდალიშვილი, დავით რაჟამაშვილი და თედო გრიგალაშვილი აკლდნენ.
ანგარიში სერბმა იგორ იელიჩმა გახსნა, რომელსაც რამდენიმე დღის
დუბლი შეასრულა სინჯებზე მყოფმა ალჟირელმა თავდამსხმელმა მოჰამედ რეკრუკმა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში კიდევ ორმა გასასინჯმა ლეგიონერმა, სერბმა მცველმა სლავკო ჩულიბრკმა და კამერუნელმა ნახევარმცველმა ოლივიე მუსიმა ებონგემ ითამაშა.
რაც შეეხება ბრაზილიელ შუახაზელ ვიტორ როსინი და კუნიას, "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა მის სამსახურზე უარი თქვა.
25.01. ზესტაფონი. დ. აბაშიძე
ზესტაფონი-დინამო (ბთ) 5:0
გოლები: 1:0 იელიჩი (8), 2:0 თორნიკე გრიგალაშვილი (51), 3:0 რეკრუკი (59), 4:0 წინამძღვრიშვილი (61), 5:0 რეკრუკი (87)
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე (46. მეშველიანი), ბენაშვილი (46. თორნიკე გრიგალაშვილი, 80. კიკნაველიძე), ჩულიბრკი, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე (75. ჭანტურიშვილი), იელიჩი (46. მუმლაძე), გორგიაშვილი (46. სამუშია), ებონგე (46. ენდელაძე), ბაბუნაშვილი (46. ჭანკოტაძე), აფციაური (46. რეკრუკი), კუტალია (46. წინამძღვრიშვილი).
დინამო (ბთ): მუჯირიშვილი, სიხარულიძე (26. რამიშვილი), ტყეშელაშვილი (46. ქორიძე), ჟვანია (46. მაკარიანი), გაბუნია (46. ბაჯელიძე), როსინი, გოგიტიძე, მუჯირი (46. თევდორაძე), შალამბერიძე (46. ვარშანიძე), ქუცურუა (46. ბერიძე), აბუსელიძე (46. თოდაძე).
Video
ზესტაფონი - დინამო (ბთ) 5:0
ზესტაფონი - დინამო (ბთ) 5:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იგორ იელიჩს "ზესტაფონმა" ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა
"ზესტაფონმა" წელი მარცხით დაიწყო