დუშან უჰრინის დაწუნებული ესტონელი ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე გაემგზავრა. მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ანტალიაში ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი არ წაიყვანა.

ჩვენთვის უცნობია, რატომ აღარ ჩანს ესტონელი თავდამსხმელი გუნდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემადგენლობაში - მისი გვარი ვერც "დინამო-2"-ში ვნახეთ და ვერც - დუბლშემადგენლობაში.

უთამაშებლობის გამო, ესტონელ თავდამსხმელს კონტრაქტის გაწყვეტა და "დინამოდან" წასვლა სურს. ცხადია, არც კლუბს აწყობს ლეგიონერი, რომელიც გუნდს რეალურად ვერ აძლიერებს და ადგილობრივებსაც ვერ სჯობია.

თბილისის "დინამოს" მიერ საშემოდგომო ეტაპზე ჩატარებული 22 შეხვედრიდან ტანმაღალმა ფორვარდმა გუნდის ფორმა მხოლოდ 13-ჯერ მოირგო, ძირითადში ერთხელ მოხვ
და და ერთადერთი გოლი გაიტანა.

ამის მიუხედავად, ვოსკობოინიკოვი ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტარმო რუუიტლიმ მაინც გამოიძახა. ბალტიისპირელები 6 თებერვალს შოტლანდიას ესტუმრებიან და ამხანაგურად ითამაშებენ. თუმცა, ვოსკობოინიკოვი 25-კაციან, გაფართოებულ სიაში მოხვდა და ჯერ უცნობია, ხანმოკლე შეკრების შემდეგ ნაკრებს ბრიტანეთში გაჰყვება თუ არა.

ვოსკობოინიკოვი რუუტლიმ ოქტომბერში დაიწუნა. მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბალტიისპირელები 12 და 16 ოქტომბერს უნგრეთსა და ანდორას ხვდებოდნენ, მწვრთნელი კი დანიური "ვეილეს" ტრავმირებული თავდამსხმელის, კაიმარ სააგის შემცვლელს ეძებდა.

ესტონელთა დამრიგებელმა არჩევანი თბილისის "დინამოს" თავდამსხმელსა და ტარმო ნეემელოს შორის გააკეთა. ეს უკანასკნელი ესტონეთის ჩემპიონატში "ნიმე კალიუში" თამაშობს და 2012 წელს 22 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა.

სხვათა შორის, 2 იანვარს თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი ტალინში დააჯილდოვეს და საზეიმო საღამოზე "ვერცხლის ბურთი" გადასცეს.

2012 წლის 3 ივნისს ტარტუში ესტონეთმა მეზობელ ლიტვასთან სწორედ ვოსკობოინიკოვის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა - 1:0. ვოსკობოინიკოვმა საჯარიმოსთან შორეული გადაცემა მიიღო და ბურთი კარში დაუმუშავებლად გაგზავნა. მისი გოლი მეორე ადგილზე გავიდა, პირველობა კი არავის დაუთმო რუსეთის "ამკარის" თავდამსხმელმა კონსტანტინ ვასილიევმა, რომლის გოლითაც ესტონელებმა პოლონეთს 1:0 სძლიეს.

ლიტვასთან მატჩის შემდეგ ვოსკობოინიკოვმა ესტონელ გულშემატკივარს თავი სხვა რამითაც დაამახსოვრა - სიხისტის გამო, მან მეტოქე ფეხბურთელისთვის შეუფერებლად, "საზიზღარ, აღმაშფოთებელ" გუნდად მოიხსენია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
კვირის 1000 წვრილმანი: ლეგიონი და ერი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული