"დინამოს" ზედიზედ მეორე მარცხი შეკრებაზე და სხვა ამბები [VIDEO]

AutoSharing Option
ანთალიურ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა 26 იანვარს რიგით მეორე სპარინგი-მატჩი გამართეს. დუშან უჰრინის გუნდი პოლტავის "ვორსკლასთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თბილისელთა შემადგენლობა ასეთი იყო:
ლორია, ხოჭოლავა, გლიშიჩი, შაშიაშვილი, დვალი, ალვარო, მერებაშვილი, კოტო, სეთურიძე, კვარაცხელია, ხმალაძე

მეორე ნახევარში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ "დინამომ" შემდეგნაირად იასპარეზა:
ზარქუა, მენდი, გველესიანი, ხიზანეიშვილი, მილხრაუმი, ძარია, პაპავა, ტვილდიანი, დიასამიძე, ტატანაშვილი, შინდაგორიძე

სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ ლევან ტყეშელაშვილს, ნიკა კვეკვესკირს, ჯაბა ჯიღაურს, გიორგი რეხვიაშვილს და ჩისკოს.

"დინამო" დიეგო მალანიას დაემშვიდობა, ემანუელ მენდიზე გუნდის მთავარი მწვრთნელი დაკვირვებას განაგრძობს.

ალექს
რადოვანოვიჩს ვირუსის გამო ორი დღე არ უვარჯიშია და გუნდთან ერთად 26 იანვარს განაახლა ვარჯიში. ანთალიაში "დინამოს" შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს გერმანელი პატრიკ მილხრაუმი.

28 წლის გერმანელი მცველი, პატრიკ მილხრაუმი უკანასკნელად ს/კ ზესტაფონში ასპარეზობდა.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე პატრიკ მილხრაუმი სხვადასხვა დროს "კარლსრუეში", აუე-ში, "ალემანიაში", მიუნხენ 1860–ში და "შტუტგარტ კიკერსში" თამაშობდა.

VideoSportall.Ge
დინამო - ვორსკლა 0:2
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტყავაძის გაკეთებული საქმე არ გაიშვა
dato
13:48 27-01-2013
0
დილას კი არ უნდა შლიდნენ, დინამო უნდა დაშალონ.
vaxo
12:37 27-01-2013
0

სიახლეები პოპულარული