გიორგი დემეტრაძე: "ბარსელონას" მერე სხვა მატჩები ცოტა ძნელი საყურებელია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ 13 იანვარს, დილის 10 საათზე, პოლიტპატიმრის სტატუსით სასჯელაღსრულების მე-12 საპყრობილე დატოვა.

გათავისუფლებული დემეტრაძე Sportall.ge-ს ახალი რუბრიკის - "პრესკონფერენციის" პირველი სტუმარია - გიორგიმ ჩვენი საიტის მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ჯიგარი:
- პირველ რიგში, გიორგი, გილოცავთ გათავისუფლებას და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მაინტერესებს, რომელ უცხოურ გუნდს ქომაგობთ?
- ლიონელ მესისა და "ბარსელონას" შემდეგ ცოტა ჭირს თამაშების ყურება. მათი ჩანაწერები ვნახე. "ბარსელონა" ისე თამაშობს, რომ არ უქომაგო, ალბათ, ფეხბურთის მტერი გამოდიხარ. "ბარსელონა" ძალიან მაგრად თამაშობს და ამის მერე სხვა
მატჩები ცოტა ძნელი საყურებელია.

როგორ პასუხობს გიორგი დემეტრაძე გულშემატკივრების კითხვებს, შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტკონფერენციაში.

VideoSportall.Ge
გიორგი დემეტრაძე გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული