საქართველოს სუპერთასი ვაკეში გათამაშდება

AutoSharing Option
პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრესატაშე მიხეილ აბაიშვილმა გვაცნობა, რომ საქართველოს სუპერთასი 27 ოქტომბერს გათამაშდება.

"შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დებულებით, თასი ნეიტრალურ სტადიონზე უნდა გათამაშდეს. "ლოკომოტივი" არც "ოლიმპის" არენაა და არც "ვიტ ჯორჯიასი". ამას გარდა, ორივე გუნდის ინტერესებიც გავითვალისწინეთ: მატჩი ქუთაისში, ან ზესტაფონში რომ დაგვენიშნა, მოწინააღმდეგეთა მხოლოდ მცირერიცხოვანი გულშემატკივარი თუ მოახერხებდა გამგზავრებას, თბილისი კი ორივესთვის მისაღები ვარიანტია. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს ტელევიზიასთან, მათთვის რეპორტაჟის დაწყება რომელ საათზე იქნება მისაღები. სავარაუდოდ, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება", - გვითხრა აბაიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული