ამ ტურნირის დებულების მიხედვით, ფრის შემთხვევაში ჯგუფურ რაუნდშიც კი თერთმეტმეტრიანების სერია უნდა დაინიშნოს. პენალტებით "ზესტაფონმა" 6:5 მოიგო.
ცხინვალის "სპარტაკმა" დიდი ანგარიშით, 5:0 სძლია საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს, თბილისის "დინამომ" კი რუსთავში "მეტალურგი" 2:1 დაამარცხა.
2 თებერვალს მესამე ტური იწყება. ჯგუფური ეტაპი 10 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც მეოთხედფინალური და სხვა საპლეიოფო რაუნდები გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"