"ბენდელას თასი": "ზესტაფონმა" "ტორპედოს" აჯობა, "დინამომ" - "მეტალურგს"

AutoSharing Option
"ბენდელას თასზე" ჯგუფური ეტაპი გრძელდება. ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ამ ტურნირის დებულების მიხედვით, ფრის შემთხვევაში ჯგუფურ რაუნდშიც კი თერთმეტმეტრიანების სერია უნდა დაინიშნოს. პენალტებით "ზესტაფონმა" 6:5 მოიგო.

ცხინვალის "სპარტაკმა" დიდი ანგარიშით, 5:0 სძლია საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს, თბილისის "დინამომ" კი რუსთავში "მეტალურგი" 2:1 დაამარცხა.

2 თებერვალს მესამე ტური იწყება. ჯგუფური ეტაპი 10 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც მეოთხედფინალური და სხვა საპლეიოფო რაუნდები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული