ევროპული კლუბები გიორგი ქვილითაიას თურქეთში დააკვირდებიან

AutoSharing Option
"ნორჩი დინამოს" ბაზაზე დაარსებული "სასკო" გამორჩეული ფინანსური შეძლების მქონე კლუბებს არ განეკუთვნება, თუმცა თენგიზ კაციას ხელში პირველი ლიგის "ა" ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია, უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გააჩნია და საკმაოდ კარგ შეკრებებს აწყობს.

"მართალია, ჩვენ დიდი ბიუჯეტი არ გვაქვს, მაგრამ სტაბილურად გვაფინანსებენ. ჩვენი სპონსორის, სამშენებლო კომპანია "სასკოს" დახმარებით, ბოლო სამი წელია, თურქეთში ვემზადებით. წლეულსაც ასე მოხდება.

ანტ
ალიაში 5 თებერვალს გავემგზავრებით, სადაც შეკრებას 17-ამდე ვგეგმავთ. თურქეთში რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ვაპირებთ, ევროპულ კლუბებთან სპარინგები გვსურს და ვნახოთ, მეტოქეები უახლოეს დღეებში გაირკვევა", -
გვითხრა კაციამ.

გუნდში გამოდის პირველი ლიგის ბომბარდირი გიორგი ქვილითაია, რომელიც უმაღლესი ლიგის ბევრი კლუბის სამიზნეში მოხვდა - ტანმაღალმა თავდამსხმელმა ხომ პირველი ლიგის 16 შეხვედრაში გატანილი 22 გოლით ეს ყურადღება სამართლიანად დაიმსახურა.

19 წლის თავდამსხმელის გადაყვანა თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონს" სურდათ, მაგრამ საეჭვოა, გიორგი საქართველოში დარჩეს:

"ქვილითაია ჯერ "სასკოში" ვარჯიშობს, მაგრამ რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი აქვს და უახლოეს პერიოდში ბევრი რამ გვეცოდინება.

ანტ
ალიაში შეკრებაზე კლუბების წარმომადგენლებს ველოდებით, თამაშებზე დააკვირდებიან და გაირკვევა, რომელ გუნდში ითამაშებს".

შევიტყვეთ, რომ სასკოს" რამდენიმე მოთამაშით ფოთის "კოლხეთის" თავკაცები "დაინტერესდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკი იყო 21 წლის კამერუნელ მეკარე ანდრე ნონოსზე, 18 წლის შემტევ ნახევარმცველ გია არახამიასა და კიდევ სამ მოთამაშეზე.

"თბილისის "დინამოსთან" კარგი ურთიერთობები გვაქვს. ახლახან ლაშა შინდაგორიძე წაიყვანეს, მერე კი არახამია მეორე გუნდში აიყვანეს. "დინამოდან" დავიბრუნეთ მცველი გიორგი გაგნიძე.

რაც შეეხება ფოთელთა ინტერესს, წლებია, "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელთან, სოსო ფილიასთან ვმეგობრობ და ჩვენი რამდენიმე მოთამაშე მართლაც აინტერესებდა.

ვნახოთ, რაზე მოვილაპარაკებთ. კომპენსაცია საჭირო იქნება, მაგრამ შესაძლოა, "კოლხეთთან" ვითანამშრომლოთ",
- გვითხრა კაციამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ქვილითაია, თბილისის "დინამოს" გარდა, "ზესტაფონსაც" სურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული