ამ ფეხბურთელის ტრანსფერს "ტრანსფერმარკტ"-ი 1,5 მილიონ ევროდ აფასებს. ვალდივიას უთამაშია ისეთ პოპულარულ კლუბებში, როგორებიც არიან "კოლო-კოლო", "რაიო ვალეკანო" და "სერვეტი", 2010 წლიდან კი ბრაზილიურ "პალმეირასში" ირიცხებოდა და 65 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
ჩილეს ეროვნულ ნაკრებში 51 თამაში აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ინფორმაციის თანახმად, ვალდივია თავისუფალი აგენტია და ცალსახად ვიტყვით, რომ ის თბილისის "დინამოსთვის"
ასევე მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, "დინამო" თითქოს, პრაღის "სპარტას" სლოვაკი ფეხბურთელით, პეტერ გრაიციარითაც დაინტერესდა და ტრანსფერი რეალური იყო. ისიც ცენტრალური ნახევარმცველია და საყრდენის პოზიციაზეც თამაშობს.
დაუჯერებელი ის იყო, რომ 29 წლის გრაიციარს პრაღის "სპარტასთან" 2015 წლამდე გააჩნია კონტრაქტი, მისი სატრანსფერო თანხა კი 750.000 ევროს შეადგენდა - პირველი კითხვა, რაც მისი და ვალდივიას ტრანსფერის გამო იბადებოდა - სად მოიძიებდა "დინამო" მათი პირადი კონტრაქტების სახსრებს. ბოლო დროს ხომ კლუბის საკადრო პოლიტიკა ბევრად მოკრძალებულ ტრანსფერებზეა აწყობილი.
თუმცა, მთავარი მაინც სხვა არის. თბილისის "დინამოშიც" გვითხრეს, რომ ვალდივიასთან და გრაიციართან არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონიათ.
თუმცა, ამ ინფორმაციებიდან ერთი მაინც ცხადია, კლუბი ცენტრალური ნახევარმცველების პოზიციაზე მოთამაშეებს ეძებს. ეს კლუბის მთავარი მწვრნელის, დუშან უჰრინის ადრინდელი ინტერვიუებიდანაც ცნობილი იყო. მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ძიება გაძლიერებულად მიმდინარეობს და ისიც არაა გამორიცხული, მათი კანდიდატურები "დინამოს" მართლაც შესთავაზეს.
შესაძლოა, ასე წელიწადში 100-მდე მოთამაშეს სთავაზობდნენ. მაგრამ ერთია შეთავაზება და მეორე, რეალობა, რომელსაც ქართული კლუბები ვერ გადაახტებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" ევროპის 21-ე საუკუნის საუკეთესო კლუბებს შორის 132-ეა
თბილისის "დინამო" მარიუპოლის "ილიჩევეცს" დაუზავდა - 2:2 [VIDEO]