"დინამოს" პირველი ვარჯიში თბილისში და ფიზმომზადების იტალიელი ახალი მწვრთნელი

AutoSharing Option
თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა დინამოელებმა ორდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს.

2 თებერვალს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ორჯერ ივარჯიშეს. გუნდთან ერთად იმყოფებიან 28 წლის გერმანელი მოთამაშე პატრიკ მილხრაუმი და 22 წლის სენეგალელი ემანუელ მენდი.

"დინამო" თბილისში კიდევ სამ დღეს დაჰყოფს და გეზს კვლავ თურქეთისკენ აიღებს. 5-დან 15-თებერვლამდე ანთალიაში დინამოელები სასტუმრო Mardan Palace-ში იცხოვრებენ. სეზონის დასკვნითი ეტაპის დაწყებამდე თბილისელი ფეხბურთელები ოთხ სპარინგ მატჩს გამართავენ.

7 თებერვალი:
დინამო - ამკარი (რუსეთი)

9 თებერვალი:
დინამო - პოლონია (პოლონეთი)

11
თებერვალი:
დინამო - ტირასპოლი (მოლდოვეთი)

13 თებერვალი:
დინამო - ზარია (უკრაინა)

გარდა ამისა "დინამოში" კიდევ ერთი სიახლეა. "დინამოს" აკადემიის ფიზ-მომზადების მთავარი მწვრთნელი იტალიელი რიკარდო იქნება.

მას სამწვრთნელო განათლება ინგლისში აქვს მიღებული. 31 წლის მწვრთნელი დინამომდე სამხრეთ აფრიკასა და ინგლისის კლუბებში მუშაობდა.

რიკარდო დევივო: "მოხარული ვარ აკადემიაში და მთლიანად კლუბში ნანახი საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით. თავად აკადემიაც და ინფრასტრუქტურაც რაც ვნახე იდეალურია და ყველა პირობაა შექმნილი წარმატების მისაღწევად.

პატარა მოთამაშეებს რაც ეტყობათ, ძალიან ნიჭიერები და აღსანიშნავია, რომ დისციპლინირებულები არიან.

ჩვენი მთავარი სამუშაო იქნება მათი ფიზიკური, პროფესიული, მენტალური, ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება".


მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული