"მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიამ" ხონის "იმერეთი" მიიღო, 3:0 დაამარცხა და ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.
ვინ იქნება ვეტერინართა მეტოქე, ამას 16 თებერვალს ქუთაისში, საღორიას ბაზაზე "ტორპედო 2"-ისა და ცხინვალის "სპარტაკი 2"-ის შეხვედრა გაარკვევს.
მეორე ნახევარფინალში "დინამო 2"-"ზოოვეტისა" (გაიმართება 14 თებერვალს) და "ქართლი"-"იუსი ბესტის" (15 თებერვალს) წყვილებში გამარჯვებულები შეხვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"