შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და გამარჯვებული მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოვლინდა: 85-ე წუთზე "ქართლის" ნახევარმცველმა ნოდარ ნოზაძემ მეტოქის კარი აიღო და გორელებმა 1:0 გაიმარჯვეს.
ამგვარად, ცნობილია "ბენდელას თასის" სამი ნახევარფინალისტი - "ქართლი" თბილისის "დინამო 2"-ს დაუპირისპირდება, "ვიტ ჯორჯია" კი "ტორპედო 2"-სა და ცხინვალის "სპარტაკი 2"-ს შორის გამარჯვებულს.
ეს შეხვედრა 16 თებერვალს ქუთაისელთა საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"