"ზესტაფონი" სუპერთასის მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" განაგრძობს საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას.

მიმდინარე სეზონის საგაზაფხულო ნაწილი 22 თებერვალს სუპერთასისათვის მატჩით გაიხსნება - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს წინა სეზონის ტრიუმფატორები, საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი გორის საფეხბურთო კლუბი "დილა" დაუპირისპირდებიან.

თურქეთიდან ორიოდე დღის წინ დაბრუნებულმა მარგველებმა სეზონის განახლებისათვის მზადება 16 თებერვალს გააგრძელეს და სუპერთასის დასაუფლებლად გასამართი მატჩისათვის სწორედ საკუთარ ბაზაზე მოემზადებიან.

26 თებერვალსა და 2 მარტს იმერლებს ლანჩხუთის "გურიასთან" ეროვნული თასის მერვედფინალური სტადიის ფარგლებში გასამართი ორმატჩიანი "დუელი" ელით.

რაც შეეხება საქართველოს XXIV ეროვნული
ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრას, მას კახა კაჭარავას გუნდი 9 მარტს გამართვას - ჩემპიონი "დილას" ამჯერად გორში დაუპირისპირდება.

უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ვარჯიშს თედორე გრიგალაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი გამოაკლდნენ.

სამაგიეროდ, საერთო ჯგუფს შეუერთდნენ და მოახლოებული მატჩებისათვის ემზადებიან გუნდის კოტდივუარელი თავდამსხმელი ბოტი გოა დემელი და იმერელთა რიგებში შეკრებამოვლილი ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი.

რაც შეეხება ალჟირელ მოჰამედ რეკრუკს, ბულგარელ დიმიტარ პეტკოვსა (მან დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა) და იმერული გუნდის კაპიტან თორნიკე აფციაურს, ისინი გუნდს 17 თებერვალს შეუერთდებიან.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული