16 თებერვალს საღორიას საწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის "ტორპედო 2"-მა ცხინვალის "სპარტაკი 2"-ს უმასპინძლა და 1:0 სძლია.
ამდენად, ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია: "ქართლი" თბილისის "დინამო 2"-ს დაუპირისპირდება, "ვიტ ჯორჯია" კი "ტორპედო 2"-ს.
ორივე მატჩი 21 თებერვალს გაიმართება, მაგრამ შეხვედრებს რომელი სტადიონები უმასპინძლებს, 18-ში გადაწყდება.
ფინალი კი 25 თებერვალს, 14:00 საათზე "ბენდელას" სტადიონზე დაიგეგმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"