ამის მიზეზი ბიზნესმენ გიორგი გურულის განცხადებაა, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ამხელს.
ამ საქმის პოლიტიკურ თუ ფინანსურ დეტალებს ჩვენ ახლა ვერ ჩავუღრმავდებით, ამისთვის ჟურნალისტური გამოძიებაა საჭირო.
გიორგი გურულის ბრალდების საპასუხოდ კი 18 თებერვალს "ზესტაფონმა" პრესსამსახურის უფროსის, სერგო ფუტკარაძის მეშვეობით განცხადება გაავრცელა.
ფუტკარაძის თქმით, კლუბს აქეთ აქვს პრეტენზია გურულთან, რადგან იგია თანამფლობელი კომპანია "დომინუსისა", რომელიც ბაზის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
ფუტკარაძის განცხადებით, "დომინუსს" "ზესტაფონის" 236 ათასი
"ჩვენ პოლიტიკისგან ყოველთვის გამიჯნულები ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავს ვითარებას მაინც ვერ ავცდით.
ვწუხვარ, რომ ჩვენი კლუბის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები ჟღერდება.
იმედი გვაქვს, ეს უსიამოვნო ვითარება მალე დასრულდება და ჩვენი ბაზის მშენებლობა გაგრძელდება", - განაცხადა სერგო ფუტკარაძემ.
18 თებერვალს "ზესტაფონის" გულშემატკივრები ბაზაზე შეიკრიბნენ და საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს. მათი აზრით, კლუბის პრეზიდენტს ბრალს დაუსაბუთებლად სდებენ.
საბედნიეროდ, კლუბის ყოველდღიურ ყოფაზე შექმნილი ვითარება უარყოფით გავლენას არ ახდენს. "ზესტაფონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს.
ჩვენი მხრივ კი, იმედს გამოვთქვამთ, რომ მტყუან-მართალი მალე გაირკვევა და კლუბის ბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"