ლიტვური კლუბის შეძენა ქართველებს სურდათ?

AutoSharing Option
ორი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ირაკლი ღერკენაშვილი და გიორგი ქავთარაშვილი კარიერას ლიტვის "ა ლიგის" გარგჟდაის "ბანგაში" გააგრძელებენ.

18 წლის ნახევარმცველი ღერკენაშვილი შარშან კიევის "ობოლონის" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, წელიწადი კი "გაგრას" ფორმით დაასრულა. ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში კახა კაჭარავამ რამდენჯერმე მიიწვია, მაგრამ ხორვატიაში გამართული შესარჩევი ციკლის შეხვედრებზე აღარ წაუყვანია.

ფეხბურთელის ოჯახში გვითხრეს, რომ ირაკლი ლიტვურ კლუბში ჩაირიცხა, ხელშეკრულება კი ოფციონის (1+1) სისტემით გააფორმა. მას ლიტვურ კლუბში 4 თებერვლიდან აკვირდებოდნენ. პირველ შეხვედრაში "ვილნიუსთან" 2 გოლი გაიტანა და კონტრაქტის გაფორმება ამ მატჩის დასრულებისთანავე შესთავაზეს.

ინფორმაცია
"ბანგას" ვებგვერდზე დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ გუნდში მეორე ქართველიც ჩაირიცხა - გიორგი ქავთარაშვილი, რომელზეც მხოლოდ ის ვიცით, რომ მცველია, 1990 წელს არის დაბადებული და თბილისის "ნორჩ დინამოში" თამაშობდა.

მანამდე კლუბის ხელმძღვანელებმა ნახევარმცველი თამაზ ჩარგეიშვილის დამატება გადაწყვიტეს, რომელსაც კლუბში ცენტრალური მცველი ნიკა მგელაძე დახვდა. 2012 წლის დეკემბერში კი კლუბი თავდამსხმელებმა, გიორგი ალავერდაშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ დატოვეს - პირველი რუმინულ "პანდურიიში" გადავიდა, მეორე კი რუსეთის პირველი ლიგის "ხიმკიში" ისინჯებოდა.

და ბოლოს: ლიტვური გუნდის გულშემატკივრები იმასაც ამტკიცებენ, რომ "ბანგას" შესყიდვით უცნობი ქართველი ბიზნესმენი დაინტერესებულა. ოღონდ ჭორია ეს თუ მართალი, ჩვენთვის უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იკა გილოცავ მართლა მაგრა გამიხარდა დიდ წარმატებებს და წინ სვლას გისურვებ
mariami malania
17:20 20-02-2013
0

სიახლეები პოპულარული