თბილისის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა

AutoSharing Option
დინამოელები 2013 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 26 თებერვალს ფოთში გამართავენ.

საქართველოს თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "დინამოს" მეტოქე ადგილობრივი "კოლხეთი" იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრას კი თბილისური გუნდი 9 მარტს "დინამო არენაზე", "ზუგდიდის" წინააღმდეგ გამართავს.

დინამოელები სეზონის განახლებისთვის მზადებას 15 იანვრიდან შეუდგნენ. გუნდმა ანტალიაში ორი საწვრთნელი შეკრება გამართა. "დინამოში" 7 ახალწვეულია.

21 თებერვალს "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ახალწვეულების წარდგენა შედგა.

პრესკონფერენციას კლუბის დირექტორი სანდრო შახოვი, სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე და გუნდის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი ესწრებოდნენ, რომლებმაც ყველა
კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

Sportall.Geდუშან უჰრინი: "ჩვენი მუშაობის დაწყებიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა და რა თქმა უნდა, თითოეული დეტალის გაუმჯობესება გვსურს. სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ჩვენი გამოსვლა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპი ცხრილის სათავეში დავასრულეთ, იყო ბევრი შეცდომა და მეორე ნახევრისთვის, ვფიქრობ, შესაბამისი შევსება მოვახერხეთ.

ჩვენგან ყველა ჩემპიონობას ელის და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ორი თურქული შეკრება გავიარეთ. პირველ მოსამზადებელ ეტაპზე აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გავაკეთეთ, მეორე შეკრებაზე კი ყურადღება ტაქტიკურ სამუშაოებს დავუთმეთ.

შეკრებაზე შვიდი საკონტროლო მატჩი გავმართეთ და ვეცადეთ, სათამაშო კომპონენტებში კიდევ უფრო მეტად დახვეწილიყო გუნდი.

Sportall.Geწინ რთული მატჩები გველის და როგორც შინ, ასევე, განსაკუთრებით, სტუმრად იმაზე უფრო უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე პირველ ეტაპზე.

ზამთრის პაუზისას რვა ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, მათ შორის, ბათუმის "დინამოდან" - ნიკა დიასამიძე.

იგი პერსპექტიული ფეხბურთელია. გუნდში რამდენიმე იმედისმომცემი ახალგაზრდაა: პაპავა, ხოჭოლავა, შინდაგორიძე.

ჩვენ ამ ეტაპზე ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ევროასპარეზზე ღირსეული თამაშისთვის ვემზადებით და აქედან გამომდინარე, აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე ვაკეთებთ.

დიასამიძე, მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მეორე გუნდთან ერთად მოემზადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში და თამაში საერთოდ არ მოუწევს.

Sportall.Geლევან ხმალაძე და ირაკლი ძარია პირველ გუნდთან ერთად ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. რაც შეეხება გიორგი რეხვიაშვილს, იგი ჩვენს გუნდთან ერთად აღარ იქნება.

რეხვიაშვილი გუნდმა ტრანსფერზე დააყენა, ვინაიდან მისი პროფესიონალიზმის დონე ერთად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს".


ბუბა ტყავაძე: "შეკრებამდე დიდი ხნით ადრე გვქონდა დაგეგმილი, თუ სად წავიდოდით, ვისთან ვითამაშებდით და რა პირობებში ჩაივლიდა შეკრება.

საორგანიზაციო კუთხით ყველაფერი კარგად იყო მომზადებული და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. დანარჩენი კი უშუალოდ მწვრთნელის პრეროგატივაა".


ალექსანდრე შახოვი: "ჩვენმა გუნდმა შესაბამისი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. ჩვენთვის პრობლემატური ადგილების გაძლიერებაზე ვიმუშავეთ.

Sportall.Ge"დინამოს" მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასია, შემდეგ კი ევროპულ ასპარეზზე ღირსეული გამოსვლა.

დასკვნითი ეტაპისთვის ნაყოფიერად ვემზადებით და ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ჩემპიონობის მოპოვებას შევძლებთ".


პრესკონფერენციის მსვლელობისას "დინამოს" მაისურების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი შედგა.

შემდეგ კი ფეხბურთელებმა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც მათ "დინამოს" ოფიციალური ფან-კლუბის, "გლადიატორების" წევრებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს.

№37 - თავის მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა 33 წლის მცველი გიორგი შაშიაშვილი, რომელიც წლების მანძილზე კაპიტნობდა "დინამოს".

№18 - "დინამოს" დაუბრუნდა 29 წლის ცენტრფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი.

№29 - "დინამოში" ჩაირიცხა 20 წლის შემტევი ლაშა შინდაგორიძე.

№20 -  გუნდში ითამაშებს 22 წლის სენეგალელი ფლანგის მცველი ემანუელ მენდი, რომელიც "ლივერპულის" სარეზერვო გუნდში გამოდიოდა.

№26 - "დინამოს" შეუერთდა 29 წლის გერმანელი მარცხენაფლანგელი პატრიკ მილხრაუმი.

№4 - "დინამოს" ღირსებას დაიცავს 30 წლის ბასკი მცველი უსტარიცი, რომელიც წლების მანძილზე პრიმერა დივიზიონის კლუბის, ბილბაოს "ატლეტიკის" ღირსებას იცავდა.

№27 - "დინამოში" ითამაშებს 29 წლის სლოვაკი ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი, რომელიც ჩეხეთის საუკეთესო კლუბებში - "სპარტასა" და "სლავიაში" გამოდიოდა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ ტყავაძისნაირი ფულის მონები იქნებიან კლუბში რომლის გამოც გააგდეს რეხვიაშვილი, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება... და ეს დუშანა ვისზე ამბობს არაპროფესიონალიაო, რეხვიაშვილისნაირი იგროკები თითზე ჩამოსათვლელია ქართულ კლუბებში
qartvela
22:46 21-02-2013
0

სიახლეები პოპულარული