თბილისის "დინამო 2" "ბენდელას თასის" ფინალში გაიჭრა

AutoSharing Option
21 თებერვალს დიღმის საწვრთნელმა ბაზამ "ბენდელას თასის" ნახევარფინალს უმასპინძლა: თბილისის "დინამო 2"-მა გორის "ქართლი 2011" მიიღო.

შეიძლება ითქვას, რომ დინამოელებმა მეორე ლიგაში მოასპარეზე გორელთა გუნდს გრიგალივით გადაუარეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და გამანადგურებელი ანგარიშით, 11:1 დაამარცხეს.

გორელთა კარი ერთდროულად ექვსმა ფეხბურთელმა აიღო: განსაკუთრებით თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა, რომელმაც "პოკერი" შეასრულა. დუბლით გამოირჩა ვატო ფოცხვერია. თითო-თითო გაიტანეს ნიკა კვეკვესკირმა, ლაშა პარუნაშვილმა, ბიძინა მახარობლიძემ და ბუბა რუხაძემ.

"დინამო 2": სეფიაშვილი (46. ხაინდრავა)
- სამხარაძე (46. კაკულია), გურეშიძე, კვეკვესკირი, ტვილდიანი - რეხვიაშვილი (46. მახარობლიძე), სარიშვილი (46. ჯიშკარიანი), პარუნაშვილი, არახამია (46. დიასამიძე) - ჩაფიძე (46. რუხაძე), ფოცხვერია (46. ზივზივაძე).

მაშ ასე, გაირკვა ტურნირის ფინალისტები: "ბენდელას" სტადიონზე ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეების, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" სარეზერვო გუნდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 25 თებერვალს, 14 საათზე დაიწყება.

მე-3 ადგილისთვის მატჩში "ვიტ ჯორჯია-2" გორის "ქართლს" 24 თებერვალს, 14 საათზე "მცხეთა პარკზე" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული