"ბენდელას თასის" ფინალში თბილისის "დინამო-2" ქუთაისის "ტორპედო-2"-ს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
24 თებერვალს "მცხეთა პარკზე" ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის მესამეადგილოსანი ირკვეოდა: თბილისის "ვიტ ჯორჯია-2" გორის "ქართლს" დაუპირისპირდა.

პირველი ნახევარი დაძაბულად წარიმართა და 1:1 დასრულდა, მაგრამ ვეტერინართა დუბლშემადგენლობამ მეორე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, მეტოქე 5:1 დაამარცხა.

მე-3 ადგილზე გასულ "ვიტ ჯორჯიას" თასი ზაზა ბენდელიანის დამ, ვერიკო ბენდელიანმა და მისი ოჯახის წევრებმა გადასცეს. პრიზი ერგოთ ორივე გუნდიდან საუკეთესო მოთამაშეებსა და მწვრთნელებს.

ფინალი კი 25 თებერვალს "ბენდელას" სტადიონზე გაიმართება - თბილისის "დინამო -2" ქუთაისის "ტორპედო -2"-ს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული