ანონსი: გაზეთ "ლელოს" სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე იქნება

AutoSharing Option
1 მარტს, 17 საათზე, "მედია პალიტრაში" გაზეთ "ლელოს" სტუმარი იქნება სახელოვანი ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე.

თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "დინამოსა" და შვედეთის "ჰოლმსუნდში". სსრ კავშირის ჩემპიონატში ჩაატარა 279 მატჩი (21 გოლი), ნაკრებში - 49 მატჩი (2 გოლი), არის ევროპის ჩემპიონატის მეორე და ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, ევროპის თასების მფლობელთა თასის და სსრკ-ის თასის მფლობელი.

მუშაობდა საქართველოს 16 და 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

ინტერვიუ თენგიზ სულაქველიძესთან გამოქვეყნდება "ლელოს" 2 მარტის ნომერში,
რუბრიკით "შაბათის სტუმარი". მის ელექტრონულ ვერსიას კი საიტ Sportall.ge-ზე კვირას, 3 მარტს იხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონ თენგიზს ვუსურვებ წარმატებებს. ბევრი სიხარული მოგვანიჭა ქართველებს
თემრაზ
12:15 01-03-2013
0

სიახლეები პოპულარული