მერაბ თევზაძის პასუხი თემურ ქეცბაიას - მე, ფეხბურთელი ნაფტალინიდან, შეგახსენებთ...

AutoSharing Option
წინა პლანზე: თემურ ქეცბაია, მეორე რიგში: მამუკა ფანცულაია, მერაბ თევზაძე, ზაურ ხაპოვი

"ლელოს" "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ თევზაძე დაუკავშირდა. ვეტერანი ფეხბურთელი აღშფოთებულია 22 თებერვალს ტელეკომპანია "მზეზე" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას განცხადებებით.

"ქეცბაია გამოეხმაურა "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" განცხადებას ჩვენს ფეხბურთში შექმნილ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამ საკითხზე ყველას შეიძლება გააჩნდეს საკუთარი აზრი და პოზიცია, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად მინდა ვთქვა: პოლემიკა და სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ.

ბატონმა თემურმა კი
იმ დღეს ჩვენზე თქვა: არ ვიცი, სად უთამაშიათ და, საერთოდ, ვინ არიან ეს "ნაფტალინიდან ამოღებულებიო".

მართალი გითხრათ, მისმა სიტყვებმა და საუბრის აგრესიულმა ტონმა "ქომაგთა ლიგის" წევრების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა მისი აგრესიის ახსნა შესაძლებელია - თემურ ქეცბაია იცავდა ბატონ დომენტი სიჭინავას, კაცს, რომელიც ფაქტობრივად, მისი დამსაქმებელია, თანაც, არცთუ ისე ცუდი პირობებით.

ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ ვართ და რომელი ნაფტალინიდან ამოგვიღეს, მინდა გითხრათ შემდეგი: ბატონო თემურ, თქვენ იმ ასაკში არ ბრძანდებით, რომ მეხსიერებამ გიღალატოთ, მაგრამ, თუ მაინც გულმავიწყობა შეგეპარათ, მე, მერაბ თევზაძემ, სპორტის ოსტატმა, მინდა მოგაწოდოთ ერთი სურათი, რომელზეც თქვენ, მე, მამუკა ფანცულაია და ზაურ ხაპოვი ერთად ვართ აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, რომ 1989 წელს (ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობამდე ერთი წლით ადრე) თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ერთად ვიყავით "გერმანულ ნაფტალინში" შეკრებაზე", - ამბობს მერაბ თევზაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ქეცბაია რომ უზრდელია ეს ცალსახაა.. ერთი მაგის გაცილებაზე
რა ფეხბურთლები იყვნენ თუ გახსოვთ ქართველის გარდა რომ ვერავინი ვიცანით..დომენტის გადაეფარე კარგად სიო არ შეუძვრეს ერთ ადგილზე...
0
კეცბაია არის უზრდელი +ნაგავი
archi
21:25 02-03-2013
0

სიახლეები პოპულარული