"ზესტაფონის" მაისურით ჯაბა წინა სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მას გოლის გატანის ალღო არც მიმდინარე გათამაშებაში ღალატობს - ჯაბა 17 გოლით "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია.
28 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, თუმცა ეროვნული გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია მაინცდამაინც არ სწყალობს, რაც გულშემატკივართა უკმაყოფილების მიზეზი გამხდარა.
ჯაბა დვალმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.
მკითხველი:
- გამარჯობა, ჯაბა! მაინტერესებს თქვენი გულწრფელი
- მოგესალმებით. პირველ რიგში, რაც შეეხება შეკითხვას, ის ბევრჯერ დაუსვამთ ჩემთვის. ეს არის მწვრთნელის გადასაწყვეტი. მე ფეხბურთელი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ვცდილობ, თავი კარგად წარმოვაჩინო, ყოველთვის უკეთესად ვითამაშო და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლო. მე რომ დავიწყო საუბარი, ღირსი ვარ ნაკრებში თამაშის და ა.შ. მაინც მწვრთნელის გადასაწყვეტია, გამომიძახოს ნაკრებში თუ არა.
მკითხველი:
- საქართველო საფრანგეთის ნაკრებთან მოგებას შეძლებს?
- შეუძლებელი არაფერია. შეგვიძლია, რომ მოვიგოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, რადგან საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერია.
თუმცა საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა, რომ გაიმარჯვოს. შეუძლებელი არაფერია. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიახ, შეგვიძლია.
Video
ჯაბა დვალი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს
ჯაბა დვალი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს