რომელია საქართველოში ყველაზე გავრცელებული საფეხბურთო გვარი

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში ერთი გვარის მქონე საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს ნახავთ.

გადავწყვიტეთ გერმანული ინტერნეტრესურსის - "ტრანსფერმარკტის" მოშველიება იმის გასარკვევად, რომელია ჩვენში ყველაზე გავრცელებული საფეხბურთო გვარი; თან ფეხბურთელთა გასწვრივ მათი სატრანსფერო ღირებულებებიც მივუთითეთ.

გრიგალაშვილები
შოთა - სკა-ენერგია 600 000
ელგუჯა - ტორპედო (ქ) 325 000
თევდორე - ზესტაფონი 250 000
თორნიკე - ზესტაფონი 200 000
გიორგი - აეტი

ჩხეტიანები
გაგა - ჩიხურა 75 000
გივი - იმერეთი 50 000
ზვიადი - კოლხეთი 50 000
ლევანი - თურანი 25
000
ბექა - მერანი 25 000

კვარაცხელიები
გივი - დინამო 225 000
ვახტანგი - მეტალურგი 75 000
ლაშა - ლოკომოტივი
გიორგი - სასკო

რეხვიაშვილები
გიორგი - ჩიხურა 500 000
გიორგი - მერანი 50 000
სანდრო - დინამო 2

ჭანტურიები
გიორგი - ალანია 1 500 000
ნიკა - ლოკომოტივი
რომანი - ემპოლი 18

კაშიები
გურამი - ვიტესი 4 500 000
შოთა - ჩიხურა 50 000
გიორგი - მერცხალი

ღონღაძეები
მამუკა - დაუგავა 375 000
თემური - ზესტაფონი 300 000
ლაშა - ოლიმპსი 50 000

ლობჟანიძეები
უჩა - კრივბასი 1 000 000
ზვიადი - ბათუმი 50 000
ლევანი - ზოოვეტი

მახარაძეები
კახა - ფახთაქორი 200 000
ბექა - ბათუმი 50 000
ზაური - ოლიმპიკი (დ), უკრ. U19 25 000

ჯიშკარიანები
ნიკა - დილა 200 000
მიხეილი - სპარტაკი 25 000
თამაზი - გაგრა 2

კვასხვაძეები
როინი - ზესტაფონი 700 000
ნიკა - ჩიხურა 175 000

ქვარცხავები
გიორგი - ზუგდიდი 25 000
ზურაბი - ზუგდიდი 50 000

ლომიები
საბა - ზესტაფონი 225 000
შოთა - ზუგდიდი 75 000

შონიები
თემური - სპარტაკი 175 000
ნიკა - ზუგდიდი 50 000

კობახიძეები
სანდრო - დნიპრო 1 300 000
მამუკა - ალანია 350 000

აქუბარდიები
მაკარი - ზუგდიდი 25 000
ბადრი - დინამო 2 (კ), უკრაინა U21

ხიდეშელები
გიორგი მერაბის ძე - მეტალურგი 50 000
გიორგი ავთანდილის ძე - ზესტ 250 000

დიასამიძეები
ნიკა - ბათუმი 150 000
გიორგი - უგუნდო 50 000

თევდორაძეები
რეზო - ინტერი (ბ) 50 000
ვალერი - ბათუმი 100 000

კანდელაკები
ილია - ინტერი (ბ) 400 000
ივანე - უგუნდო 100 000

ლომაიები
გიორგი - ინტერი (ბ) 200 000
დავითი - უგუნდო 50 000

თოდუები
სევასტი - გურია 50 000
გია - გურია 50 000

ლომიძეები
მამუკა - უგუნდო 50 000
ილია - უგუნდო 50 000
გოჩა - ნორჩი დინამო

მაისურაძეები
ირაკლი - დილა 400 000
ნიკა - ჩიხურა 50 000

გურულები
სანდრო - ბათუმი 450 000
გიორგი - ტორპედო 300 000

ხუბუები
გელა - მერანი 25 000
გიორგი - ზუგდიდი

ჭელიძეები
ზაზა - ტორპედო 300 000
ლაშა - ჩიხურა 50 000
სანდრო - ბიაჩეზი, შვეიცარია U19

ბოლქვაძეები
ვალერი - ტორპედო 125 000
დავითი - ჩიხურა 125 000

გოცირიძეები
ბექა - დილა 200 000
რევაზი - ჩიხურა 75 000

ფოფხაძეები
გიორგი - ბაკი 350 000
დაჩი - სიონი 100 000

ქვილითაიები
მაქსიმე - ტორპედო 75 000
გიორგი - დიორ ეტო 75 000

გეწაძეები
რეზო - მეტალურგი 325 000
როსტომი - ზესტაფონი 225 000

დათუნაიშვილები
გიორგი - ტორპედო 325 000
პავლე - უგუნდო 75 000

კვირკველიები
დავითი - დილა 700 000
საბა - ნეფტიხიმიკი 450 000

შეიძლება ითქვას, რომ ჭანტურია დღეისათვის ყველაზე გავრცელებული საფეხბურთო გვარია.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო 1986 წელს დაბადებული გიორგი ჭანტურია, რომელსაც ავსტრიის II ბუნდესლიგაში უთამაშია, მაგრამ მისი კვალი დავკარგეთ.

სამწუხაროდ, აღარ თამაშობს ნიჭიერი ნახევარმცველი ირაკლი ჭანტურია, რომელიც 2003 წელს გოგი ფიფიასთან ერთად "კაიზერსლაუტერნის" 19-წლამდელებში გამოდიოდა.

თბილისის "დინამოს" ყოფილი კიპერი გელა ჭანტურია ახლა მეკარეებს ავარჯიშებს. 19-წლამდელთა ნაკრებში ანალოგიური მისია აკისრია არც ისე შორეულ წარსულში ეროვნული ნაკრების კარის დარაჯს გია ჭანტურიას.

ამ გვარში მოქმედი მოთამაშეებიც მრავლად არიან: ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი და ვლადიკავკაზის "ალანიას" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია, თბილისის "ლოკომოტივისა" და 17-წლამდელების ყოფილი კაპიტანი ნიკა ჭანტურია, "ემპოლიში" ვხედავთ 1996 წელს დაბადებულ თავდამსხმელ რომან ჭანტურიას. ისიც თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა და ვასილ მაისურაძის 17-წლამდელების კანდიდატიც გახლდათ. იტალიაში კი 2012 წლის დასაწყისში წავიდა, მაგრამ ერთი წელი თამაშის უფლებას ელოდა და სათამაშო პრაქტიკა აკლდა. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია და 17 წლის მოთამაშე ასაკობრივი გუნდის განაცხადში შეიყვანეს.

მაგრამ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ყველაზე მეტი მოთამაშე გრიგალაშვილებს ჰყავთ. შოთა გრიგალაშვილის შემდეგ თემურ ქეცბაიამ ნაკრებში მისი ძმა ელგუჯა გრიგალაშვილი მიიწვია. "ზესტაფონში" ამ გვარის ორი პერსპექტიული წარმომადგენელი იზრდება.

მაგრამ საქართველოს ნაკრების მცველისა და "ვიტესის" კაპიტნის - გურამ კაშიას დამსახურებით, ქართულ ფეხბურთში ყველაზე ძვირად ღირებულები მაინც კაშიები არიან.

ყველაზე "ძვირფასი" გვარების ხუთეული ასე გამოიყურება:

1. კაშიები 4 550 000
2. კობახიძეები 1 650 000
3. ჭანტურიები 1 500 000
4. გრიგალაშვილები 1 175 000
5. კვირკველიები 1 150 000

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული