გორის "დილა" "სიმურგთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
23 მარტს გორში თ.ბურჯანაძის სახ. სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც "დილამ" აზერბაიჯანის "სიმურგს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში მე-14 წუთზე ბურხარდმა საჯარიმო დარტყმით გახსნა, რომელიც შემდეგ თოთაძეს მოხვდა და შეყრილაძემ გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

ამის შემდეგ გორელებმა საკმაო რაოდენობის მომენტები შექმნეს, თუმცა გოლად გარდაქმნა ვერ მოხერხდა.

მეორე ტაიმშიც იყო ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა საბოლოოდ სტუმრები გამარჯვებულები დარჩნენ.

დილა-სიმურგი 0:1

გოლები: ბურხარდი (14') 0-1.
გაფრთხილებები: ზრნანოვიჩი (16'), შემონაევი (33'), ადამაშვილი (91').
"დილა": ბ. შეყრილაძე, კ. ალადაშვილი, ა.
კვახაძე, გ. აბურჯანია, ლ. თოთაძე, ლ. გვალია, გ. გოგუა, გ. კახელიშვილი, ნ. ჯიშკარიანი, ნ. ჟუნიორი, ლ. რამოსი.
შეცვლაზე შევიდნენ: მამალაძე, ადამაშვილი, ი. ლომიძე, ბეჭვაია, მნათობიშვილი, ლობე, წიქარიძე, გოგინაშვილი, გოცირიძე, მოდებაძე, გორელიშვილი, ლ. ლომიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი.

"სიმურგი": პიტერსკევიჩი, ზრნანოვიჩი, ანდერსონი, პოლადოვი, შემონაევი, იბრაგიმოვი, ბურხარდი, სატარლი, ბოჟიჩი, კისო, ბუშიჩი.
შეცვლაზე შევიდნენ: მამადოვი, პოლიაკი, კურბანოვი, სულთანოვი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე.

www.fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა ყველაფერი ამ ჩამყაყებულ სისტემაში, მალე აზერბაიჯანის ჩემპიონატში ისევე ვერ მოხვდებიან ქართველი ლეგიონერები, როგორც ვერ ხვდებიან საშუალო დონის ევროპულ ჩემპიონატებში.
დუდუ
23:14 24-03-2013
0
ოდესღაც ბოლნისმა ნეფჩი გამოაგდო, მას მერე აზერის გუნდებთან ვაგებთ
hunter
14:08 24-03-2013
0

სიახლეები პოპულარული