რას არ გაიგებ: როგორ შეგვიქმნეს საქართველოში სომხებმა ფეხბურთი

AutoSharing Option
ჟურნალისტი და პუბლიცისტი ალექსანდრე ქურდობაძე საფეხბურთო სამყაროში ცნობილი პიროვნებაა. წლების განმავლობაში სპორტულ გამოცემებთან თანამშრომლობდა, არის არაერთი წიგნის ავტორი.

"1961 წელს ბიძაჩემმა პატარა წიგნაკი მომცა, რომელიც ქართული ფეხბურთის სტატისტიკით იყო აჭრელებული. აქედან დაიწყო ჩემი გატაცება.

ბიძაჩემს ფეხბურთი ძალიან უყვარდა და მუდამ მჩუქნიდა საფეხბურთო წიგნებს, კალენდრებს, პროგრამებს. მერე თავად დავიწყე მათი შეგროვება და ერთ მშვენიერ დღეს ჩემს კოლექციაში აღმოვაჩინე ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, პოლონურ, რუსულ და სხვა ქვეყნების ენებზე გამოცემული საფეხბურთო ენციკლოპედიები, პროგრამები, კალენდრები, საფეხბურთო წიგნები, სტატისტიკური მონაცემები...

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩემი კოლექცია
არასაფეხბურთო ქვეყნების (ფინეთი, ალბანეთი, კვიპროსი და სხვა) ენციკლოპედიებითაც შეივსო.

სულ ველოდი იმ დღეს, როცა ასეთივე ლიტერატურა ქართულადაც გამოვიდოდა და იმდენი მასალა დამიგროვდა, სამწლიანი შრომის შემდეგ, 1996 წელს თავად გამოვეცი",
- ამბობს ქურდობაძე.

ახლა კი აქვს სურვილი, გააკეთოს იგივე, მხოლოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაზე, მაგრამ ჯერ დამფინანსებელი და გვერდში მდგომი ვერ იპოვა:

"1973 წელს "ლელო" წერდა, რომ საგანგებო კომისია შეიქმნა, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიის შესახებ წიგნს მოამზადებდა.

სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა. საქართველოში წიგნის გამოცემა ძვირი სიამოვნებაა. არადა, უნიკალური სტატისტიკური მონაცემები მაქვს ქართული ფეხბურთის ისტორიაზე, სსრ კავშირის უმაღლესი და I ლიგისა და დამოუკიდებლობის პერიოდების მონაწილე ჩვენს გუნდებზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, მსაჯებზე, საფეხბურთო მოღვაწეებზე.

ცნობარს დართული ექნება სტატისტიკური მონაცემები, საბჭოთა კავშირის და საქართველოს ჩემპიონატების ცხრილები და მრავალი სხვა სტატისტიკური მასალა და სურათები.

ამ წიგნის გამოცემა აუცილებელია. ეს არასაფეხბურთო და მწირი ტრადიციების მქონე ყაზახეთში მოახერხეს და სამ (?!) ტომად გამოსცეს. ერთ-ერთი ავტორი, ერლან მანაშოვი წერს, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარა და დააჯილდოვა კიდეც.

სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ინტერესი არ შეინიშნება - როდესაც თანადგომა ვითხოვე, მითხრეს, ეს ჩვენი საქმე არ არისო".


ქურდობაძე მიიჩნევს, ქართული საფეხბურთო ენციკლოპედიის გამოცემა სწორედაც რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა:

"ბოლო პერიოდში ისეთ გამოცემებს წავაწყდი, რომელიც გულშემატკივარს მეტისმეტად მცდარ, მე ვიტყოდი, მიკერძოებულ ინფორმაციასაც კი აწვდის.

2003 წელს გამოცემულმა წიგნმა "ბოსფორიდან კასპიამდე - სომხური ფეხბურთის ისტორია" მოლოდინს გადააჭარბა. ახლა ჩვენი ფეხბურთის ისტორიასაც მოადგნენ.

ავტორი ალექსანდრე გრიგორიანი მოგვითხრობს სომხური ფეხბურთის ჩასახვისა და განვითარების პერიოდზე. სათავეშივე ("ბოსფორიდან კასპიამდე") მაქსიმალურად აითვისა "მოქმედების არეალი" და ქართულ ფეხბურთზე ჭორებს ავრცელებს.

გრიგორიანი ვითომ სხვათა შორის ამბობს, რომ საქართველოს ქალაქებში სომხები ფეხბურთის სათავეებთან იდგნენ. სომეხი ავტორის წიგნიდან ერთ "მარგალიტს" მოვიხმობ:

Sportall.Ge

ჩვენი რესპონდენტი ისტორიის გაყალბების მცდელობას კონკრეტული ფაქტებით პასუხობს:

"ქართული ფეხბურთის აკვანი სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ფოთში დაირწა. ახლა სომეხთა "წვლილზე": ფოთში პირველი საფეხბურთო გუნდი 1906 წელს ნიკო ნიკოლაძის ვაჟმა, გიორგიმ და ინგლისური მარგანეცის კონსორციუმის წარმომადგენელმა ოსკარ ზივერტმა დააფუძნეს. გუნდში 1908 წელს მართლაც დაიმატეს სომეხი ალხაზოვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნდის დამაარსებელი იყო.

1913 წელს დიდიამ და ხოშტარიამ, ამ ალხაზოვთან და ტურკიანცთან ერთად, ფოთის გიმნაზიებში საფეხბურთო გუნდები მართლაც შექმნეს. ერთი ("კოლხეთი") მხოლოდ ქართველებისგან შეიქმნა, მეორე - ინტერნაციონალური გახლდათ.

ბათუმის პირველ გუნდს სათამაშო ადგილის, ცივი დაბის მიხედვით "ხოლოდნო-სლობოდსკაია" ერქვა. ის 1912 წელს შეიქმნა და სომეხი არავინ იყო. შემდეგი გუნდი შექმნა ჩეხმა მასწავლებელმა კოუბამ.

ორი წლის შემდეგ, 1914 წელს, ბათუმში ეროვნული ნიშნით რამდენიმე გუნდი შეიქმნა. მათ შორის მართლაც იყო "არაქსიც", რომლის კაპიტანი ალაჯიანი იყო და რომელიც სულ სომხებით იყო დაკომპლექტებული.

თბილისში 1907 წელს პირველი საფეხბურთო წრის შექმნის ინიციატორები იყვნენ ელზინგერი, გააზე, გეინე და კორტუმი. ამის შესახებ ცნობა სახელმწიფო არქივში ინახება. მგონი, სომეხი არც აქ არ არის.

ისე, 1912 წელს "სოკოლის" შემადგენლობაში, რომელმაც სათამაშოდ ბაქოს ინგლისური კლუბი მოიწვია, იყო სომეხი ფეხბურთელი და არა დამფუძნებელი. თანაც, ეს მოხდა 1912 წელს და არა 1907-ში, როცა ავსტრიელ-გერმანელ-ებრაელებმა პირველი ოფიციალური გუნდი "კომეტა" შექმნეს.

სხვათა შორის, სსრ კავშირის დროს ტარდებოდა კალენდარ-ცნობარების კონკურსი. ერევნელ შემდგენელებს რამდენჯერმე შენიშვნა მისცეს, რაც დიპლომატიურად ასე გამოხატეს - "გადაუმოწმებელი ფაქტების მოყვანის გამო". ამიტომაც ერევნელებმა სომხურად დაიწყეს ცნობარების კეთება და აქედან გამომდინარე, კონკურსებშიც ვეღარ მონაწილეობდნენ.

ეს კიდევ არაფერი, სომხეთის რაგბის ფედერაციის ვებგვერდზე წერია, რომ 60-იანი წლების ბოლოს ერევნის "დინამო" და "სპარტაკი" თბილისის "ლოკომოტივს" ჩვეულებისამებრ უგებდა ხოლმე, როცა რეალურად 30-40 ქულაზე ნაკლებს არ აგებდნენ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
რობერტ სააკიან , პლეი ოფში ითამაშა არა !? : დდდ ვახ ჩემი კარგი ********* გამაგიჟებთ თქვენ !! რა ხალხი ხართ : დდ
SHUKOVANI
13:59 09-11-2013
0
Robert Saakian
ერთი გამახსენე როდის ითამაშა სომხეთმა ფლეი-ოფში? ............
bikli
11:52 09-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული