ყველაზე სწრაფი გოლის თანარეკორდსმენი ქართველია! [VIDEO]

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინათ "ლელო" წერდა, რომ "ბარსელონას" (2003 წელს დაბადებულები) მოთამაშემ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. კატალონიელ ბიჭუნას ამისთვის მხოლოდ 5 წამი დასჭირდა.

თუმცა საფეხბურთო მენეჯერი სერგო ქუთათელაძე ამტკიცებს, რომ მისი ვაჟი თანარეკორდსმენია და შესაბამისი კადრებიც წარმოგვიდგინა.

ნიკა ქუთათელაძე 12 წლისაა და მეორე წელია, ცნობილი ფრანგული კლუბის - "ლილის" საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობს. მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

შარშან ნიკა ევროპის საბავშვო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისი ვიდეოკლიპების ნახვა დაგარწმუნებთ, რომ მართლა ნიჭიერი ბავშვია.

VideoSportall.Ge
ნიკა ქუთათელაძე - ყველაზე სწრაფი გოლის თანარეკორდსმენი


სერგო ქუთათელაძის თქმით, ორი წლის წინათ ნიკამ ჩეხეთის ჩემპიონატში "ბოჰემიანსის" კარი მეხუთე წამზე აიღო. მაშინ 10 წლის იყო და პრაღის "სპარტას" აკადემიაში ვარჯიშობდა.

ნიკა ქუთათელაძე საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების პირველ შეკრებაზეა გამოძახებული. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე გახლავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" პატარა ფეხბურთელებმა ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია საფრანგეთის ნაკრებში არ თამაშებენ და ჩვენთან ითამაშებს
geo-otari
15:30 10-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული