თვალსაზრისი: კითხვა-პასუხის რეჟიმი თემურ ქეცბაიასთან

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში გეგულებათ ისეთი ფეხბურთელი, რომლის სანახავადაც ხალხი სტადიონზე დადის? შესაძლოა, სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს, ახლახან როგორ დაუსვა კითხვა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მზის" პირდაპირ ეთერში, მაგრამ არსი ასეთი იყო.

ყოველგვარი ირონიის გარეშე უნდა ითქვას, რომ კითხვა მართლაც საინტერესოა.

საერთოდ, კითხვებს იქით უსვამს ხოლმე ჟურნალისტი მწვრთნელს, მაგრამ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე.

მე მაინც მგონია, რომ ხალხი ქართულ სტადიონებზე ფეხბურთელების სანახავად უფრო დადის, ვიდრე მზესუმზირის საკნატუნოდ თუ სიგარეტის მოსაწევად, მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული ინდივიდუალისტები ჩვენს ჩემპიონატში ცოტანი არიან.

"დინამო
არენაზე" ყველაზე უფრო ჩისკო უყვართ და არცთუ ბევრი გულშემატკივარიც იქ ალბათ მისთვის მიდის. ჩისკოც საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.

ქუთაისში განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი და ხალხიც იქ უფრო მეტი დადის სტადიონზე, ვიდრე თბილისში, ზესტაფონში თუ ბოლნისში.

საბანაძე, გოლი! "ტორპედოს" თითქმის ყოველ საშინაო მატჩზე ისმის ეს შეძახილი.

ქეცბაია არ მინახავს პირველი ლიგის მატჩებზე, არადა საქართველოს ქვედა ლიგაშიც ჰყავთ გულშემატკივრებს თავიანთი ჯილა ფეხბურთელები.

"ზესტაფონში" უწინდელივით ბევრი მაყურებელი არ დადის სტადიონზე, მაგრამ იქაც ფეხბურთელს მიჰყავს ქომაგი არენაზე. მერწმუნეთ, თორნიკე აფციაურის ერთი კარგად შესრულებული ტექნიკური ილეთიც კი ის მიზეზია, რომ ბევრს თუ არა, ცოტა მაყურებელს ნაღდად რომ მიიყვანს თამაშზე.

დღეს ისე აღარაა, როგორც ადრე - ამაში მართალია ნაკრების მწვრთნელი. მალხაზ ასათიანი რომ თამაშობდა "ტორპედოში", მარტო მას შეეძლო ათასობით გულშემატკივრის მიზიდვა სტადიონზე ქუთაისშიც და სხვაგანაც.

როგორ გგონიათ, რატომ დადის ათასობით ქომაგი გორში "დილას" საშინაო მატჩებზე? ფეხბურთელი ყველგან ფეხბურთელია, გულშემატკივარიც ყველგან გულშემატკივარია - გრავიტაციას ყველგან ერთი და იგივე ძალა იწვევს.

ნაკრების თამაშზეც მხოლოდ იმიტომ არ დადის გულშემატკივარი, რომ ეროვნული გუნდი თამაშობს. ინდივიდუალისტებს აქაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება უწევთ. საქართველოს ნაკრების ქომაგს ალექსანდრე იაშვილი უფრო მიიყვანს სტადიონზე, თუ ირაკლი სირბილაძე? საინტერესო იქნებოდა ამ კითხვაზე ქეცბაის პასუხი.

ფეხბურთში ვითარება სწრაფად იცვლება. ქეცბაია და მისი შტაბი ეროვნული ჩემპიონატის უკვე ძალიან ბევრ თამაშს დაესწრნენ და აუცილებლად შეამჩნევდნენ, ქართულ სტადიონებზე მადლიერი გულშემატკივარი მისი საყვარელი გუნდის მწვრთნელის გვარს რომ ყვირის.

საქართველოს ჩემპიონატში არიან ასეთი მწვრთნელები და ხალხიც მათი გაწვრთნილი გუნდის სანახავად დადის სტადიონზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა წაიღეს ტვინი ამ იაშვილით, სად თამაშობს და რას შვება ხო არ მეტყვის ვინმე.. რაგადროს იაშკაა ტიპი ზლივს დარბის.. ჯურნალისტების უმრავლესობა აზრზე არა და მიკერზოებული კომენტარებისა და შეკვეთილი კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებენ...
fera
14:44 14-04-2013
0
საქმე იმაშია რომ თბილისმა დინამოს კულტი დაკარგა და თუ უცხო ტომის გუნდს არ ხვდებიან, თვლიან რომ სულაც არ არის საინტერესო ასეთი თამაში! ქუთაისში კი თბილისელს რო ხვდებიან, ეს მათთვის სამკვდრო სასიცოცხლო მნიშვნელობის თემაა! კარგი იქნებოდა თუ თბილისელი ფეხბურთის გულშემატკივარი გაითავისებდა რომ დინამოს ღირსების დასაცავად აუცილებელია ნებისმიერ თამაშზე სტადიონზე მისვლა!
dato
12:28 14-04-2013
0

სიახლეები პოპულარული