სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი ლევან ფანიაშვილი გადადგა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ახსნა.

თუმცა იგი სფფ-ში მოღვაწეობას გააგრძელებს და იქ მსაჯობის განვითარების პროგრამის მენეჯერი იქნება.

აღნიშნული პროგრამა საქართველოში უეფას რეკომენდაციით ამოქმედდება და მიზნად ახალგაზრდა მსაჯების უკეთ მომზადებას ისახავს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს სამსაჯო განყოფილების უფროსის თანამდებობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული