თურმე, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქმის კურსშია უეფა, ტურნირის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დასჭირდება.
რაც შეეხება დეტალებს: თუ სამ ქვეყანას შორის შედგება შეთანხმება, მომავალ პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს - თითო ქვეყნიდან ექვსი კლუბი. თუ ორი ქვეყანა შეთანხმდა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება (8-8 გუნდი თითო ქვეყნიდან).
სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ სამივე ქვეყანა ევროტურნირებზე თავის კვოტას შეინარჩუნებს და 4-4 გუნდით
პროექტი ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს. ამ პერიოდში ჩატარდება ამხანაგური თამაშები, რის შემდეგაც შეაფასებენ - რამდენად დიდი იქნება ტელევიზიების, სპონსორების და მაყურებელთა ინტერესი და ღირს თუ არა გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება.
მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა.
აზიელებმა "სოვეტსკი სპორტთან" განაცხადეს - ყაზახეთის პრემიერლიგა ისედაც ვითარდება და კავკასიელებთან გაერთიანების აზრს ვერ ვხედავთო.
* * *
ამ პროექტში მნიშვნელოვანია მედიის როლი, რადგან ახალი ჩემპიონატის წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული მატჩების კარგად გაშუქებაზე.
კომენტარი ცნობილ ჟურნალისტსა და თბილისის "ამერის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ბზიკაძეს ჩამოვართვით:
"თავისთავად მისასალმებელია ის აზრი, რომ ქართულ კლუბებს ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ მეტი საერთაშორისო პრაქტიკა ექნებათ - არა ამხანაგურ მატჩებში, არამედ ორგანიზებულ და კომერციულ ოფიციალურ ტურნირებში.
ამავე დროს, ჩემპიონატი მედიისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ არ მგონია, ეს რეალიზებადი იდეა იყოს.
ბევრი რამ დასაფიქრებელია, რადგან აზერბაიჯანული კლუბების შესაძლებლობები ჩვენსას ბევრად აღემატება და ძნელია შეხების წერტილების მონახვა.
მგონია, რომ დავიჩაგრებით და ტურნირისადმი ჩვენი ინტერესის მიზეზს ამიტომაც ვერ ვხედავ.
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, აზერბაიჯანელები და ყახაზები უკვე სხვა განზომილებაში არიან და გეოგრაფიული მდებარეობის გარდა, მათთან საერთო ინტერესსაც ვერ ვხედავ.
ამიტომ, ჩემი აზრით, თუ ფინანსები გამოინახება, უკეთესი იქნება, საკუთარ ჩემპიონატს მივხედოთ და ნორმალური სისტემით ჩავატაროთ.
დღეს პირველი ლიგისადმი ყურადღება შესუსტებულია და თუ უმაღლესლიგელებმა შევსება იქიდან არ მიიღეს, ფეხბურთელები სად უნდა გაიზარდონ?"
ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ