ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებამ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის შესახებ.

თურმე, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქმის კურსშია უეფა, ტურნირის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დასჭირდება.

რაც შეეხება დეტალებს: თუ სამ ქვეყანას შორის შედგება შეთანხმება, მომავალ პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს - თითო ქვეყნიდან ექვსი კლუბი. თუ ორი ქვეყანა შეთანხმდა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება (8-8 გუნდი თითო ქვეყნიდან).

სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ სამივე ქვეყანა ევროტურნირებზე თავის კვოტას შეინარჩუნებს და 4-4 გუნდით
ითამაშებს.

პროექტი ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს. ამ პერიოდში ჩატარდება ამხანაგური თამაშები, რის შემდეგაც შეაფასებენ - რამდენად დიდი იქნება ტელევიზიების, სპონსორების და მაყურებელთა ინტერესი და ღირს თუ არა გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება.

მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა. აზიელებმა "სოვეტსკი სპორტთან" განაცხადეს - ყაზახეთის პრემიერლიგა ისედაც ვითარდება და კავკასიელებთან გაერთიანების აზრს ვერ ვხედავთო.

* * *
პირველი ადამიანი, რომელმაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთობლივ ლიგაზე ჩამოაგდო სიტყვა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დღევანდელი მინისტრი ლევან ყიფიანი გახლდათ.

მან ეს იდეა ჯერ კიდევ 2009 წელს წამოაყენა და მაშინ ყაზახთა და აზერბაიჯანელთა თანხმობა მიიღო, მაგრამ საქართველოში არავინ მოუსმინა.

"გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი ჩემთვის ნაცნობია, რადგან რამდენიმე წლის წინათ მასზე თავად ვმუშაობდი და მილაპარაკია როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ყაზახურ მხარესთან.

თუმცა ისიც ვიცი, რა სიძნელეებს შეიძლება წავაწყდეთ.

ფედერაციის პროექტის დეტალები ჩემთვის ჯერ უცნობია და როდესაც გავერკვევი, სასაუბრო და საზოგადოებისთვის მოსაყოლი მეტი გვექნება.

არის თუ არა ეს საქართველოსთვის საინტერესო ინიციატივა? ესაა ბიზნესპროექტი, სახელმწიფოს ინტერესს კი ყველა ის იდეა ემსახურება, რომელიც ჩვენს ფეხბურთსა და კლუბებს განავითარებს, მოთამაშეებისა და მწვრთნელების ზრდას ხელს შეუწყობს.

პროექტის წარმოდგენის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმით მიიღებს მასში სახელმწიფო მონაწილეობას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
მკითხველის კომენტარები / 8 /
სრული სიდებილე.რატომ გვინდა ქართველებს ,რომ აუცილებლად გაუკუღმართებულად ვაკეთოთ საქმე.თუ აქამდე მივედით მაშინ შევეტენოთ რუსებს და სსრკ-პირველობის მაგვარ ჩემპიონატში შევძვრეთ.მითუმეტეს მაშინ როცა გაზპრომი უზარმაზარი ფულის ჩადებას აპირებს მასში.ვაი ჩვენს პატრონს როგორც ეხლა ჩნდება ჩვენ ისეთი ხალხი გამოვდექით ,რომელსაც სხვისგან დამოუკიდებლად არაფერი_ ნორმალურის გაკეთება არ გვძალუძს
vep1963
02:20 19-04-2013
0
fortunato შენ მართლა ფიქრობ რო თურქეთი თავის ლიგაში ათამაშებს ქართულ გუნდებს ? თუ გამოუვიდათ ერთიანი ლიგა რაც ეხლა კეთდება კარგია თორე თურქეთი არასდროს არ შEიერთებს საქართველოს თAვის ლიგაში
0

სიახლეები პოპულარული