კახი კალაძე: სფფ-ის ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე "პალიტრა TV"-ის ახალი გადაცემის, "ემას შოუს" პირველი სტუმარი იყო.

კალაძემ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სფფ-ს თავად არ უპირისპირდება, თუმცა მისი თქმით, ქართველ გულშემატკივარსა და საფეხბურთო საზოგადოებას ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ ბევრი კითხვა აქვს.

გარდა ამისა, ყოფილმა ფეხბურთელმა გამოსამშვიდობებელ მატჩსა და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

VideoSportall.Ge
კახი კალაძე სტუმრად ემას შოუში


"ემას შოუ" HARD TALK-შოუს ფორმატის პროექტია. გადაცემის სტუმრები ძირითადად ქართული
პოლიტიკის მთავარი ფიგურები და კვირის ყველაზე აქტუალური პერსონები არიან.

თამამი კითხვები, გულახდილი პასუხები, წამყვანი და სტუმარი ერთმანეთის პირისპირ, სრული თავისუფლება თემის არჩევაში - უყურეთ ყოველ შაბათს, 19:30-ზე "ემას SHOW"-ს "პალიტრა TV"-ზე!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული