ქართული კლუბებიდან საუკეთესო პოზიცია ისევ თბილისის "დინამოს" უკავია, რომელიც რეიტინგში ხუთი საფეხურით დაწინაურდა და 128-ედან 123-ე პოზიციამდე აინაცვლა; ჩვენი კლუბებიდან მეორეა "ზესტაფონი". ფეროელები წინა თვეში 233-ეები იყვნენ, ახლა კი 246-ეები არიან. ქართულ სამეულს "ვიტ ჯორჯია" ასრულებს, რომელიც 313-ედან 338-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
შეგახსენებთ, წინა წლებში ამსოფლიოს საკლუბო რეიტინგში უმეტესად, ოთხი ქართული კლუბი ხვდებოდა, მაგრამ ბოლო თვეებია, ჩამონათვალში
რაც შეეხება რეიტინგის საუკეთესო კლუბებს, პირველობას არავის უთმობს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ინტერი". მოწინავე სამეულში პოზიციები შეინარჩუნეს "ბარსელონამ" და "ბაიერნმაც", ყველაზე დიდი ნახტომი კი "რეალმა" გააკეთა, რომელიც გასულ თვეში მე-19 იყო, ახლა კი მერვეა.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 1. ინტერი (იტალია), 2. ბარსელონა (ესპანეთი), 3. ბაიერნი (გერმანია), 4. ჩელსი (ინგლისი), 5. ლივერპული (ინგლისი), 6. ატლეტიკო (ესპანეთი), 7. ესტუდიანტესი (არგენტინა), 8. რეალი (ესპანეთი), 9-10. ანდერლეხტი (ბელგია), ინტერნასიონალი (ბრაზილია).