შემდეგ ის აფხაზურ "კომსომოლკაში" (გაზეთს სხვადასხვა ქვეყანაში გამოსცემენ) თარგმნეს, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
საქმე ისაა, რომ შელია იხსენებს, რომ საქართველოში, სოფელ კოჩარაში დაიბადა. სკანდალიც ამას მოჰყვა - კოჩარა ოჩამჩირის რაიონის სოფელია და აფხაზებმა ისე თარგმნეს, რომ ეს ეპიზოდი არ ჩაუსწორებიათ და სწორედ ეს გახდა უსიამოვნების მიზეზი.
ინტერვიუში შელიამ ბევრ თემაზე ილაპარაკა - კარიერაზე, "დინამოზე", "ალანიაში" გატარებულ წლებზე, საკუთარ ბიზნესზე...
"ვლადიკავკაზში გადასვლამდე ვოვა გუცაევმა ვალერი
... 1996 წელს ნოვოროსიისკში ვთამაშობდით. 1:1 იყო და შეხევდრა მთავრდებოდა. გაზაევი გაბრაზდა, საფინალო სასტვენს არ დაელოდა და გასახდელში გავარდა.
ამ დროს, ინალ ჯიოევის პასით თავური დარტყმით ჩვენები დავაწინაურე. გასახდელში უზომოდ გახარებულმა გაზაევმა კინაღამ გამგუდა.
სხვათა შორის, იმ წელს ჩემპიონატში ყველა 5 გოლი გასვლაზე გავიტანე. ერთხელ ვლადიკავკაზში უეფას თასზე ბელგიური "ანდერლეხტის" კარიც ავიღე. ეს იყო ევროთასებზე "ალანიას" ერთად-ერთი მოგება.
... ძალიან არასტანდარტული ფეხი მაქვს. მაშინ 49 ზომა ბუცების შოვნა ძალიან ძნელი იყო. ამის გამო, ყოველი შეხვედრის შემდეგ "ალანიას" ადმინისტრატორს, ბორის ძასოხოვს ბუცები შესაკეთებლად მიჰქონდა.
... "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 2,5 წლით გავაფორმე. პირველივე შეხვედრაში, გასვლაზე "ბირმინგემს" 89-ე წუთზე გავუტანე. მაგრამ ამ გუნდში მხოლოდ 15 შეხვედრა ჩავატარე. წინა ჯვარედინი იოგები დამიზიანდა და საბოლოოდ, კარიერა ამის გამო დავასრულე.
... ფეხბურთში ვსაქმიანობდი, ვმუშაობდი თბილისის "დინამოში", თბილისში პოპულარული რესტორანი "მონოპოლი" გავხსენი, რომლის სტუმრები ცნობილი ადამიანები არიან - მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე, რევაზ ჩელებაძე.
ჩემთან ნამყოფები არიან ვალერი გაზაევი და ომარ თეთრაძე. ხშირად ჩამოდის ნაზიმ სულეიმანოვიც. საუკეთესო თამადა უდავოდ ჩივაძე, მას არაჩვეულევბბრივი იუმორი აქვს.
... რუსულთან შედარებით, საქართველოს ჩემპიონატის დონე მკვეთრად დაეცა. ჩვენი ბავშვთა ფეხბურთი კი, კომერციალიზაციის შედეგად, ახლა ცოტას აინტერესებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"