Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გიორგი ლორია აღიარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ თბილისის "დინამოს" კარის დარაჯი გიორგი ლორია (56.8%) დაასახელეს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემპიონატის რჩეული გოლკიპერისთვის ხმა სამი დღის განმავლობაში მიეცა. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 2 317-მა ადამიანმა მიიღო.

მეორე ადგილზე ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილი (21.1%) გავიდა.

მკითხველთა ხმები ასე განაწილდა:

გიორგი ლორია (დინამო თბ) - 1317
ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო) - 489
როინ კვასხვაძე (ზესტაფონი) - 220
მარინ სკენდერი (დილა) - 167
გიორგი სომხიშვილი (ჩიხურა) - 124

შეგახსენებთ, რომ Sportall.ge საქართველოს XXIV ეროვნული
საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს საიტის მკითხველთა ვერსიით შეადგენს.

გამოკითხვა ფეხბურთელთა კონკრეტული ამპლუის (საუკეთესო მეკარის, საუკეთესო მარცხენა მცველის, საუკეთესო ცენტრალური მცველის და ა.შ.) მიხედვით ჩატარდება და თითო პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რედაქციის მიერ შერჩეული რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან მკითხველი საუკეთესოს შეარჩევს.

ამა თუ იმ პოზიციაზე საუკეთესოს გამოსავლენად მკითხველებს ხმის მიცემა 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა სვეტში განთავსებულ გამოკითხვაში.

ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული