გიორგი მერებაშვილი: იმედი მაქვს, ქართველ ქომაგს დიდი ხნის ნატვრას ავუსრულებთ

AutoSharing Option
10 ივნისს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბაზასთან არსებულ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

შემოწმების გავლის შემდეგ კლუბის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გიორგი მერებაშვილმა გააკეთა:

"მაქსიმალურად შევეცადე, რომ მოკლე დროში ამენაზღაურებინა ის ენერგია, რომელიც სეზონის მსვლელობისას დავხარჯე.

ახალი სეზონის
თვის სამზადისს ახალი შემართებითა და მიზნებით ვიწყებთ - ახლა ჩვენი სტიმული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული გამოსვლაა.

კარგი განწყობით ვიწყებთ სეზონისთვის სამზადისს და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ გულშემატკივარს დიდი ხნის ნატვრას ავუსრულებთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ
ეტაპზე ვითამაშებთ".


ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" ავსტრიულ შეკრებაზე შესაძლოა "კრასნოდარს" დაუპირისპირდეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთის აზრზე არაა ეს, ამან ვის რა უნდა აუსრულოს ))))
avtandil
01:55 11-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული