თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების სპარინგ-პარტნიორები ცნობილია

AutoSharing Option
დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს ავსტრიაში გაივლიან.

გუნდი ავსტრიაში 19 ივნისს გაემგზავრება და ცილერტალში, ქალაქ მაირჰოფენში მდებარე ოთხვარსკვლავიან სასტუმრო SportHotel Manni-ში დაბინავდება.

შეკრებაზე 4 სპარინგი იგეგმება.

თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:

20 ივნისი
"დინამო", კიევი

23 ივნისი
"შახტარი", დონეცკი

27 ივნისი

"კლუჟი", რუმინეთი

30 ივნისი

"კრასნოდარი", რუსეთი

"დინამო" საქართველოში 2 ივლისს დაბრუნდება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პირველ სპარინგ-მატჩს თბილისში, "დინამო არენაზე" გამართავს. ქართული გუნდის მეტოქე სომხეთის ჩემპიონატის გამარჯვებული "შირაქ გიუმრი" იქნება. მატჩი 17 ივნისს, 18:00 საათზე ჩატარდება,
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი კი 2 ლარი ეღირება.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
იქნებ 1არხის თანამშრომლებს უთხრათ რომ როგორმე მოახდიონო ამ მატჩების ტრანსლაცია თუნდაც 2-ე არხზე
თბილისის დინამო
15:09 15-06-2013
0
ტრადიცია, ღირსება, ძალა.
gladiator
10:44 15-06-2013
0

სიახლეები პოპულარული