მაშინ"დილა" სულ სხვა გუნდი იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელებით გაჯერებული.
ამ დროისთვის კი "დილა" როგორ იქნება დაკომპლექტებული, ჯერ უცნობია, თუმცა ევროეტაპების გადალახვა შარშანდელზე ძნელი რომ იქნება, წყალი არ გაუვა.
2012/13 წლების სუპერლიგაში "ოლბორგი" მეხუთე ადგილზე გავიდა. ოლბორგი ინდუსტრიული და სტუდენტური ქალაქი გახლავთ, იქაური უნივერსიტეტი დანიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა და ის დაახლოებით 17 ათას სტუდენტს ითვლის. ამ ქალაქის მოსახლეობა
ოლბორგში მეტწილად მუშათა კლასი ცხოვრობს. მარცვლეული, თევზი და ცემენტი - ოლბორგელები ამას აწარმოებენ.
აქ დაიბადა ებე სანდი, თუმცა გელზენკირხენის"შალკეში" ისე გადავიდა, პროფესიულ დონეზე საკუთარი ქალაქის გუნდში არ უთამაშია. ამ დანიელ თავდამსხმელს ბუნდესლიგაში ასზე მეტი გოლი გაუტანია.
ამ დროისთვის "ოლბორგში" ვარსკვლავურად მოთამაშე ფეხბურთელი არ არის. 2012/13 წლების სეზონში გუნდში 22 წლის ნიკლას იანსენ ჰელენიუსი გამოირჩა, დანიის ჩემპიონატში 16 გოლი გაიტანა და ლონდონის "ასტონ ვილამ" 1.4 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ წაიყვანა.
"ოლბორგიდან" დანიის ეროვნულ ნაკრებში ახლა ერთი ფეხბურთელია - 21 წლის ნახევარმცველი კასპერ კუსკი, რომელმაც ამას წინათ საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშა ამხანაგურ შეხვედრაში - მატჩის ბოლოს შეცვლაზე შევიდა.
"ოლბორგის" კარს 22 წლის ნიკოლაე ლარსენი იცავს, დაცვას 22 წლის იაკობ ალმანი, 25 წლის ლას ნილსენი, 28 წლის კენეტ პეტერსენი და 21 წლის რასმუს სელანდერი ამაგრებენ.
ნახევარდაცვაში, კუსკის გარდა, 29 წლის რასმუს მიურტსი, 32 წლის ტომას აუგუსტინუსენი, 31 წლის ანდრეს დუე და 21 წლის მათიას ვიჰმანი ირჯებიან მეტწილად.
23 წლის ჰენრიკ დასლგაარდი და 29 წლის იეპ კურტი - თავდასხმაში ჰელნიუსის პარტნიორები ესენი იყვნენ წინა სეზონში.
"ოლბორგს" 51 წლის კენტ ნილსენი წვრთნის, ვინც მანამდე"ბრონდბიუს" თავკაცობდა.
"ოლბორგი" 1885 წელს შეიქმნა, სამჯერ იყო დანიის ჩემპიონი (1995,1999 და 2008 წელს), ორჯერ თასის მფლობელი (1966 და 1970 წელს), ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში - 1995/96 და 2008/09 წლების სეზონში.
ყველაზე სახელიანი მწვრთნელი"ოლბორგს" 1995/96 წლებში ჰყავდა - გერმანელი ზეპ პიონტეკი, რომელიც"ოლბორგის" მიღმაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული დანიურ ფეხბურთთან: 1997-90 წლებში დანიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა.
სწორედ მის გაწვრთნილ გუნდში თამაშობდნენ: ალან სიმონსენი, მორტენ ოლსენი, მიქაელ ლაუდრუპი, პრებენ ელკიაერი, სიორენ ლერბი...
საერთოდაც, პიონტეკის გაწვრთნილი დანიის ნაკრები თავის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე ესთეტიკური და საინტერესო გუნდი იყო. ვისაც 1984 წელს საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი ახსოვს, ამაში ნამდვილად დაგვეთანხმება.
"ოლბორგში" ბევრ ცნობილ ფეხბურთელს არ უთამაშია, ყველაზე გამორჩეული კი, ალბათ, იესპერ გრონკიაერი გახლდათ, რომელმაც ამ გუნდის შემდეგ ამსტერდამის"აიაქსში" და ლონდონის"ჩელსიშიც" კი ითამაშა.
ერთი სიტყვით, "ოლბორგი" დანიური გრანდი არ გახლავთ, თუმცა საკუთარი ტრადიციებითა და გაქანებით ძალიან მოკრძალებული გუნდიც არ უნდა იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროსეზონი გაიხსნა - იღბლიანი თბილისის "დინამო", დანარჩენები?